სათამაშო ბიზნესის მკაცრი რეგულაციების ჩარჩოში მოსაქცევად მთავრობა მესამე ცდაზე წავიდა

სათამაშო ბიზნესის მკაცრი რეგულაციების ჩარჩოში მოსაქცევად მთავრობა მესამე ცდაზე წავიდა

access_time2021-07-13 11:00:18

საქართველოს მთავრობა სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას უკვე მესამედ ცდილობს. პირველი მცდელობა ხელისუფლებას 2017 წელს ჰქონდა, თუმცა მთავრობის მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო ინიციატივამ დღის შუქი ვერ იხილა. ერთ-ერთი ყველაზე  მძლავრი და მომგებიანი სფეროს დარეგულირება „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმაც სცადა, თუმცა „აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის“ შესახებ კანონპროექტი პარლამეტში ჩავარდა. მიზეზად გავლენიანი მფარველები, ხოლო ბერკეტად კი ის მილიარდობით ლარი სახელდება, რომლითაც ბიუჯეტი ივსება.

 

ჯერი ახლა ისევ საქართველოს მთავრობაზეა. დღეს, 12 ივლისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიზანზე, კანონის მიღების აუცილებლობაზე და მოსალოდნელი შედეგებზე საკონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ისაუბრა.

 

„წარმოდგენილია რამდენიმე ცვლილება, რომელიც ამ სექტორში სისტემური კონტროლის გაძლიერებას ეხება. შეგახსენებთ, რომ შარშან ცვლილებები სხვადსხვა კანონში მივიღეთ, რომლითაც ეს მიმართულება გავაძლიერეთ. შესაბამის საფუძველზე შეირჩა პირი, რომელიც უზრუნველყოფს ამ სისტემის დანერგვას სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელ ორგანიზაციებში, რა დროსაც ამ კონტროლის მექანიზმების ეფექტურად ამოქმედება დაიწყო.  გარდა ამისა, შერჩეულ პირს უნდა განესაზღვრა, ხომ არ იყო კონტროლს მიღმა სათამაშო ბიზნესის რომელიმე სფერო, რათა არ დავუშვათ ფულის გათეთრება, თაღლითობა და სხვადასხვა ტიპის ფინანსური დანაშაული. ამ თვალსაზრისით ეს სფერო ყველაზე რისკიანია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონტროლდება. ევროკავშირი გამორჩეულია ამ კონტროლის მექანიზმით და ბუნებრივია, პროცესს ფეხი საქართველომაც უნდა აუწყოს“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საკომიტეტო მოსმენისას თქვა, რომ კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, მოხდება კანონში არსებული ხარვეზების გასწორება, ადმინისტრირების გაუმჯობესება და სხვა პრობლემური საკითხების გადაჭრა. გარდა ამისა, მიხეილ დუნდუას განცხადებით, კანონპროექტი არსებითი მომსახურების განმარტებას ითვალისწინებს, რაც სათამაშო ინდუსტრიაში საგადასახდო პოლიტიკის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

„კანონპროექტის შესაბამისად, ზუსტდება აზარტული თამაშების მიწოდების დეფინიცია. ადგილზე მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც მომსახურებას ქვეყნის შიგნით აწვდიან შესაბამისი ნებართვის მქონე პირებს, კონტროლირებადია, მაგრამ თუ ქვეყნის გარეთ ხდება მიწოდება, ეს არ რეგულირდებოდა. მათ სერვერებზე წვდომა რომ გაკონტროლებულიყო, რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს პროცესი, არის შეუძლებელი. დღეს წარმოდგენილი ცვლილებებით ეს თეთრი ლაქა ამოივსება და ყველა სფერო, რომელიც ეხება სათამაშო ბიზნესში თამაშის მიწოდებას, ხვდება კონტროლის სფეროში და გადაიხდის 100 000 ლარის ოდენობის სანებართვო მოსაკრებელს. გარდა ამისა, უფრო ცხადი და ნათელი გახდა მიდგომა ისეთ სფეროში, როგორიც არის თვითონ რაობა, რა არის არსებითი მომსახურება და პროდუქცია სათამაშო ბიზნესში. ჩამონათვალი გვქონდა კანონმდებლობაში, მაგალითად ჯეკპოტის პლატფორმა, შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმა და ყველა ის ჩამონათვალი, რომელიც აზარტული თამაშის ალბათურ პროცესებს უკავშირდება. კანონში ეს ჩამონათვალი მთავრდებოდა ფრაზით და სხვა მომსახურება, რომელიც ბუნდოვანების განცდას ტოვებს, რაც ამ პროცესით გამოსწორდება“, - განმარტავს მიხეილ დუნდუა

 

მიხეილ დუნდუას განცხადებით კანონპროექტის მიღებით და სათამაშო ბიზნესის სფეროში საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირების შესაძლებლობით, გაიზრდება მისაღები გადასახადებისა და მოსაკრებლების საერთო რაოდენობა, რაც მისი განმარტებით, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გამოიწვევს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას.

 


„კანონში ჩნდება საფუძველი, რომელის თანახმადაც მოგებიანი თამაშის მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. დღეს მოქმედი რეგულაციით, აზარტული და მომგებიანი თამაშის მიმწოდებელი ბიუჯეტში იხდის მხოლოდ სანებართვო მოსაკრებელს, წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით. ამით გამორჩეულები ვართ, ეს მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით, პრაქტიკულად ყველაზე დაბალია. სათამაშო ბიზნესში მოქმედი სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებით, სათამაშო მოსაკრებელს არ იხდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, კანონში არსებობდეს საფუძველი, რომ ასეთი პირების სანებართვო კონტროლ ქვეშ მოქცევისა და ფინანსურ მაჩვენებელზე წვდომის პარალელურად, მათთვის ფინანსური ვალდებულების დაკისრება განხორციელდეს. ამ ეტაპზე საფასურის სახით, თუმცა სამომავლოდ მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დაექვემდებაროს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას“, - თქვა სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით არსებული რეგულირების პირობებში ერთ-ერთი მთავრი პრობლემა არის ის, რომ  საქართველოში ნებართვის საფუძველზე საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, გაითვალისწინონ მომხმარებლების დაინტერესება და პროდუქცია მიაწოდონ ან მომსახურება გაუწიონ საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებად სუბიექტებს, რაც, მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

 

„დღეს მოქმედი კანონით, ქვეყნის გარეთ აზარტული თამაშის და მასთან დაკავშირებული არსებითი პროდუქციის მიწოდება არის აკრძალული. მაგრამ, ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე არსებობს გამონაკლისი და ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობას ეწვევიან, გამონაკლისით სარგებლობენ. ჩვენ ამ მიმართულებით გვინდა მიდგომა შევცვალოთ, გავხდეთ უფრო სამართლიანი და არა თუ აიკრძალოს, არამედ იყოს ნებადართული. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში აზარტული თამაშებისა და არსებით პროდუქტების მიწოდება ევროკავშირის გარეთ არის აკრძალული, რადგან სფერო მაღალი რისკის შემცველია. ეს სისტემაში უნდა იყოს ჩართული ან მაღალ დონეზე უნდა იყოს გაკონტროლებული, რათა როგორც ორგანიზების, ისე ფსონების მიღების და მოგების გაცემის სეპარაციამ თაღლითობის, ფულის გათეთრების და ფინანსური დანაშაულის ჩადენის რისკი არ გაზარდოს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

 

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განცხადა, რომ პარლამენტი იღებს რეგულაციებს, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტი არ შეივსება და დიდი ალბათობით სამუშაო ადგილები დაიკარგება. დეპუტატმა ჰკითხა მინისტრის მოადგილეს, ჰქონდათ თუ არა ეს ფაქტორი გათვლილი.

 

„ჩვენ არ ველოდებით, რომ რეგულაციების შემოღება უარყოფითად იმოქმედებს დასაქმების მაჩვენებელზე ან ქვეყნის მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების შემცირებაზე. პირიქით, ჩვენ საქმიანობის არეალს ვაფართოებთ. ასე რომ, თუ კი რომელიმე ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ იმისა გამო, რომ ჩვენ მათ სერვერებზე დაერთება და გაკონტროლება გვინდა თავს შეიკავებს და საქმიანობას შეწყვეტს ეს უკვე ეჭვებს აღძრავს. ეს სფერო არ შეიძლება კონტროლის მიღმა დარჩეს. სხვა ქვეყნებში თუ საერთოდ აკრძალულია, ჩვენ ვეძებთ მეთოდებს, რომ აკრძალვის გარეშე დავარეგულიროთ. სფერო საერთოდ, რომ აგვეკრძალა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა მხარს დაგვიჭერდა და ერთი შენიშვნა არ გვექნებოდა. მე არ მგონია საქართველოდან ვინმე წავიდეს, მაგრამ თუ კი ვინმე ამ მიზეზით წავა, მაშინ ის მართლა წასასვლელი ყოფილა. არ მგონია ასე მოხდეს, პირიქით ვფქრობ, რომ მეტი კომპანია შემოვა და მაღალი კონკურენცია იქნება. ბაზარზე არა 1, 2, 10 – არამდე მრავალი ორგანიზაცია ჩამოყალიბდება, რომელიც საქართველოსთან კეთილსინდისიერად დაიწყებს საქმიანობა. საუბარია მილიონობით ლარის ბრუნვაზე და 100 000 ლარის მოსაკრებლის დაწესება საერთოდ მოსატანიც კი არ არის, როგორც ტვირთი“, - უპასუხა დუნდუამ რაქვიაშვილს.

 

სხდომას ასევე ესწრებოდა სამოქალაქო მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს აინტერესებდა, რატომ დაიმარხა ის კანონპროექტი, რომელიც მორგებული იყო საქართველოს მოქალაქის, თითოეულ ოჯახის ეკონომიკურ, მორალურ, სულიერ თუ ფიზიკურ გადარჩენაზე. მას ასევე აინტერესებდა იცოდა თუ არა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ქვეყანამ რა ეკონომიკური, დემოგრაფიული, პოლიტიკური და ფიზიკური ზარალი მიიღო და რა სარგებელი 25 მლრდ ბრუნის მქონდე ბიზნესიდან.

 

„მესმის თქვენი გულისტკივილი, ემოციურად და საგნობრივად თქვენს გვერდით ვართ, თქვენი სურვილის შემთხვევაშ შემიძლია შევხვდეთ და ვსაუბრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და დეტალურად განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც გაინტერესებთ. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტი პარლამენტმა არ დაამტკიცა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა მდგომარეობაა სფეროში, როგორია სხვადახვა ნიშნებით მოსახლეობის ჩართულობა კონტროლის სისტემები ამისთვის დავნერგეთ. წლის ბოლოსთვის სრული სურათი გვქნება როგორია დარგში ვითარება და შეგვიძლია თუ არა დამატებით აკრძალვების თუ სხვა საკითხების შემოღება.

 

25 მლრდ ეს არის ფსონების ჯამი, ეს არ არის ერთობილი შემოსავალი, 25 მლრდ ძალიან დიდი თანხაა. სინამდვილეში მათი ერთობლივი შემოსავალი 1,5 მილიარდი ესეც ძალიან დიდი თანხაა და ამიტომ ამ სფეროს დარეგულირება სჭირდება. ვცდილობთ მაქსიმალურად ლიბერალურები ვიყოთ საგადასახადო კუთხით, მაგრამ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ მოახლოების მოწყვლადი ჯგუფები არ იყვნენ ჩართულები ამ სფეროში და ამის შესახებ პარლამენტმა მიიღოს თავის გადაწყვეტილება“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან-წლამდე იზრდება. პროცესი ვერც პანდემიამ შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 თვე ყველა ტოტალიზატორი და კაზინო დაკეტილი იყო, ონლაინთამაშების ხარჯზე, სექტორის ჯამური ბრუნვა (დადებული ფსონების ჯამი) 22%-ით, 31.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ზრდის ტემპის მიხედვით დარგი პირველ ადგილზე გავიდა, მასზე მეტი - 40.6 მლრდ-იანი ბრუნვა კი მხოლოდ საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა. 2010 წელს სათამაშო ბიზნესი ბრუნვა მხოლოდ 143.5 მლნ ლარს შეადგენდა, მთელი ბიზნესის - 24.4 მლრდ-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 წელიწადში ქვეყანაში არსებული ბიზნესების ჯამური ბრუნვა 349%-ით, ცალკე აღებული სათამაშო ბიზნესის ბრუბვა კი 22 000%-ით გაიზარდა.

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up