საქართველოს მთავრობის ვალმა  28 538 000 000 ლარი შეადგინა - ლაშა ხუციშვილი

საქართველოს მთავრობის ვალმა 28 538 000 000 ლარი შეადგინა - ლაშა ხუციშვილი

access_time2023-03-23 12:40:17

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა

 

„მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, 2022 წელს, პირველად, პროგნოზებთან შედარებით მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა შესაძლებელი გახადა ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა.

 

„ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი მის პირველად გეგმასთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა და მისი საბოლოო გეგმა 17 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენდა. საგადასახადო შემოსავლების საკასო შესრულებამ 17 მილიარდ 385 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც გაზრდილი გეგმიური მაჩვენებლის 100.2 პროცენტს შეადგენს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მაჩვენებელმა 2 მილიარდ 265 მილიონ ლარს გადააჭარბა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა, ჯამში, 23 მილიარდ 648 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 100.8 პროცენტია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ იყო მაღალი შესრულება, რომლის მოცულობამ, ჯამში, 23 მილიარდ 49 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 99.7 პროცენტია. მიმდინარე ხარჯების ნაწილში, საკასო შესრულებამ 15 მილიარდ 615 მილიონ ლარს, (პროგნოზის 99.2%), ხოლო კაპიტალურმა ხარჯებმა 6 მილიარდ 169 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 101.2 პროცენტია.

 


სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენციაზე.

 

„2022    წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, დაგეგმილი იყო 4.4 პროცენტის დონეზე, თუმცა მისმა ფაქტიურმა მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 3.1 პროცენტი შეადგინა. 2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მშპ-ის 2.8 პროცენტის დონეზე, თუმცა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი დამატებით შემცირება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

კიდევ ერთი პარამეტრი, რომელზედაც ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა, არის მთავრობის ვალი.

 

მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა დაგეგმილი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 51.1 პროცენტის დონეზე.

 

„მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა და შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამ, შესაძლებელი გახადა 700 მილიონ ლარზე მეტით შემცირებულიყო 2022 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებელი. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა, რამაც, ასევე, დადებითად იმოქმედა მთავრობის ვალის შემცირებაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

მისი თქმით, 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალმა შეადგინა 28 მილიარდ 538 მილიონი ლარი, რაც მშპ-ის 39.8 პროცენტია, მათ შორის, საგარეო ვალი - 21 მილიარდ 392.0 მილიონი ლარი (მშპ-ის 29.8%), ხოლო საშინაო ვალი - 7 მილიარდ 146 მილიონი ლარი (მშპ-ის 10.0%).

 

„პანდემიის პერიოდში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 60 პროცენტზე მაღალ მაჩვენებელზე გაზრდილი მთავრობის ვალი, სწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, 2-წლიან პერიოდში შემცირდა ე.წ. უსაფრთხო - 40 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე, რაც პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე დაბალია. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, მთავრობის ვალის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება და მშპ-ის 39 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up