„საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი უპირობო და ურყევია“

„საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი უპირობო და ურყევია“

access_time2022-11-16 17:20:00

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი პრაღაში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში მონაწილეობდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური არცელებს.

კონფერენციაზე (COSAC) სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს სახელით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

„პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვხატავ სოლიდარობას, ჩვენს უპირობო მხარდაჭერას უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. რუსეთის აგრესიას რა შედეგებიც ახლავს თან, ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის. დღემდე, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული! ეს უნდა დასრულდეს! აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ერთი პასუხი გვაქვს, ეს არის იგივე პასუხი, რაც გვქონდა საქართველოში რუსეთის შეჭრაზე: ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას.

„ჩვენ გვინდა ეს ახალი შესაძლებლობა (ევროპული პერსპექტივა) გამოვიყენოთ და უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. იმისათვის, რომ: მოხდეს დაკავშირებადობის უნარის განვითარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, ხელი შეეწყოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ბაზრების დივერსიფიცირებას, სტაბილურობისა და ენერგომდგრადობის უზრუნველსაყოფად. მჯერა, წარმატება სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებით მიიღწევა და დიდი გამარჯვება მხოლოდ ასეა შესაძლებელი!,“ - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.


COSAC-ის პლენარულ სხდომაზე, დავით სონღულაშვილმა მიმართვა უკრაინის მხარდასაჭერი სიტყვებით დაასრულა და იმედი გამოთქვა, რომ თავისუფლების მოყვარე ერი გამარჯვებას მალე იზეიმებს.

„საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი უპირობო და ურყევია. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის დიდი საფრთხის წინაშე, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონები დიდი ხანია რუსეთს აქვს ოკუპირებული. ჩვენი სახელმწიფო, ქართველი და უკრაინელი ხალხის სახელით ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს. მჯერა, თავისუფლების მოყვარე ერი და ჩვენი მეგობარი უკრაინა, გამარჯვებას მალე იზეიმებს!“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პრაღაში გამართულ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში (COSAC) მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

სხდომაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს დელეგაცია კონფერენციაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკის და საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით მონაწილეობს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up