,,ხორბლის გარეშე არ დავრჩებით, მაგრამ ფასი იქნება სხვა - ლევან სილაგავა

,,ხორბლის გარეშე არ დავრჩებით, მაგრამ ფასი იქნება სხვა - ლევან სილაგავა

access_time2022-03-04 15:20:54

საქართველოს ხორბლის 1 თვის მარაგი აქვს. ფქვილის მარაგი კი 2 კვირას არ აღემატება. ხორბლისა და ფქვილის  მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ირწმუნება, რომ ხორბლის გარეშე არ დავრჩებით, მაგრამ ფასი იქნება სხვა.


კერძოდ, ამ ეტაპზე გლობალურ ბაზრებზე 1 ტონა ხორბლის ღირებულება 400 დოლარის ფარგლებშია. დაახლოებით 30 დოლარით იაფია რუსული ხორბალი, რომლის შემოტანა საქართველოში ფიზიკურად ჯერ კიდევ  შესაძლებელია, მაგრამ ფულადი გადარიცხვების შეზღუდვის გამო იმპორტი არასაიმედოა და ქვეყანას ალტერნატიული ბაზრის ძებნა უწევს.

 

,,ხორბლის საერთაშორისო ბარებზე მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა. ტენდერები ჩატარდა თურქეთში  და ახლა უკვე 400 დოლარს გადააჭარბა სატენდერო ფასმა. ბირჟებზეც გაზრდილია ღირებულება.  ჩვენს სიტუაციაში ოდნავ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე დანარჩენებს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი და უკრაინა ვერ აწვდიან დანარჩენ მსოფლიოს შავი ზღვის პორტებიდან, ამან გამოიწვია რუსეთის გეგმებში ზედმეტობა. კერძოდ, რუსეთიდან ყოველთვიურად გადის დაახლოებით 2,5 მილიონი ტონა ხორბალი. შესაბამისად, ეს რაოდენობა ჩარჩა ქვეყანაში. ჩვენ ჯერ კიდევ ვსარგებლობთ ორი გადასასვლელით -  ლარსის საბაჟოდან სამანქანო და გარდაბნის სარკინიგზო შემოსასვლელი, რითაც ხორბლის შემოტანა შეგვიძლია. მსოფლიო ფასებთან შედარებით, ფასი აქ 25-30 დოლარით იაფია. ჯერჯერობით ჩვენთანაც მაღალი ფასია, მაგრამ არა ისე დრამატულად, როგორც სხვა ქვეყნებში, რომლებიც დიდი შემსყიდველები არიან და ზღვით ეზიდებიან რუსულ ხორბალს. ასეთია მსოფლიოში 130 ქვეყანა, რომლებსაც დღესდღეობით რუსული ხორბალი არ მიეწოდებათ და  ბირჟებსაც დაეტყო. გადაწყობა ხდება სხვადასხვა ბაზრებზე და გარკვეულ ვარიანტებს ჩვენც განვიხილავთ“, - ამბობს სილაგავა ,,კომერსანტთან“.


რაც შეეხება საქართველოსთვის მისაღებ ბაზრებს, ლევან სილაგავას თქმით, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, ერთ-ერთია ევროპული  - რუმინეთისა და უნგრეთის მიმართულება. ასევე რკინიგზის ხაზით ყაზახეთიდან.


 

,,რუსეთიდან გადაზიდვა ფიზიკურად შესაძლებელია, მაგრამ დიდი არასტაბილურობაა.  გარდა იმისა, რომ სავალუტო რყევებია, გადაზიდვის პრობლემა შეიქმნა, ვინაიდან რუსეთი  გადარიცხვის სისტემიდან გაითიშა. ანგარიშსწორება  ხორციელდება უკვე არაცივილიზებულად,  ფულის ხელზე გადაცემაზე გადადიან, ხოლო დიდი  რაოდენობის ფულს ასე ვერ წამოიღებ,  ლარსის საბაჟოზე ბიზნესი ფაქტობრივად ამ რეჟიმშია, რაც დიდხანს ვერ გასტანს, ამიტომ დროულად უნდა ვიფიქროთ ალტერნატიულ გზებზე და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. ერთ-ერთი ვარიანტია ფქვილის იმპორტი თურქეთიდან ბათუმის და ასევე ახალციხის საბაჟოს მეშვეობით. ამ დროისთვის, ხორბლის 1 თვის და ფქვილის 2 კვირის მარაგი მოგვეპოვება. ცხადია, 2 თვის მარაგი სჯობს, ამიტომ ახლა განიხილება სწრაფად შემოტანა, ხორბლის გარეშე არ დავრჩებით, მაგრამ ფასი იქნება სხვა, თუმცა როგორი, ჯერჯერობით დაკონკრეტება მიჭირს, ტენდენცია უახლოეს 2-3 დღეში გამოიკვეთება“, - ამბობს ლევან სილაგავა.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთი და უკრაინა ხორბლის მსხვილი ექსპორტიორები არიან. საქართველო ორივე ქვეყანაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხორბლის თუ ფქვილის იმპორტის თვალსაზრისით. საქართველო იმპორტირებული ხორბლის 99%-ს რუსეთში ყიდულობს, ხოლო ფქვილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 96%-ია.


„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის პურის ფასი საქართველოში 22.3%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში 20.7%-ით არის გაზრდილი ფქვილის ფასიც.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up