საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი -2022“ სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი -2022“ სიტყვით გამოვიდა

access_time2022-11-01 11:55:23

რიგით 27-ე საერთაშორისო კონფერენციისა და გამოფენის მიზანს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი მდგრადი განვითარების შესახებ რეგიონული დიალოგის გაძლიერება წარმოადგენდა. აგრეთვე, გლობალური ენერგეტიკული სისტემის უახლესი ტენდენციებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების განხილვა.


კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთი საკითხებს, როგორიცაა: ენერგეტიკის მომავალი, გამოწვევები და შესაძლებლობები; საინვესტიციო შესაძლებლობები ნავთობისა და გაზის სექტორში; ახალი ეპოქის ენერგია- შიდა და რეგიონული განვითარების პერსპექტივები; ნახშირწყალბადების განვითარების ეკოლოგიური ასპექტები და ა.შ.


პლენარულ სესიაზე, სახელწოდებით „ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ გიორგი ჩიქოვანმა რეგიონში არსებული ვითარების ფონზე ენერგეტიკის სექტორში შექმნილ რეალობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და მრავალვექტორიანი მილსადენების სისტემის შექმნის მნიშვნელობას. აგრეთვე, ევროკავშირს, ცენტრალურ აზიას, კავკასიის ქვეყნებს, დარგის წარმომადგენლებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის გაფართოების აუცილებლობას თურქმენეთსა და სამხრეთის გაზის დერეფანს შორის ენერგეტიკული ხიდის შესაქმნელად სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ვალდებულებების გაძლიერების მიზნით.


მან განაცხადა, რომ თურქმენეთის მიზანი - მოახდინოს გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია, თანხვედრაშია საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების სურვილებსა და საჭიროებებთან.



„სამხრეთ გაზის დერეფანთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენები, უდიდეს სტიმულს იძლევიან მიწოდების სისტემაში თურქმენული ბუნებრივი გაზის შემოღების საკითხის განსახილველად. საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა და სამხრეთ კავკასიის კორიდორი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სირთულეები გადალახვადია, თუკი არსებობს სათანადო სურვილი, მზაობა და ჩართულობა სახელმწიფოებს, საბანკო და კერძო სექტორებსა და დონორების მხრიდან.


„ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს ძალიან განსხვავებულ და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ვიდრე ეს იყო გასული წლის ბოლოს. რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ, ინტენსიურმა ენერგეტიკულმა კრიზისმა და ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი მატებამ, ანტირუსულმა სანქციებმა და ტრადიციული ლოგისტიკური კავშირების მოშლამ გააძლიერა ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა თურქმენული გაზის მიმართ და მისი მისწრაფება, აღმოფხვრას რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ევროკავშირის ინტერესები, ისევე როგორც საქართველოსი, უსაფრთხოებისა და ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიმართ, ემთხვევა თურქმენეთის მცდელობებს გაზის ექსპორტის მარშრუტების მეტი დივერსიფიკაციის შესახებ.


„საქართველო მზად არის გააგრძელოს აქტიური დიალოგი თურქმენეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთ გაზის დერეფნის სხვა წევრებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა საკუთარ გამოსვლაში.


კონფერენციას აგრეთვე ესწრებოდნენ თურქმენეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენლები, წამყვანი ეროვნული და საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანიებისა და გლობალური ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სფეროს ექსპერტები და ა.შ.


კონფერენციის ორგანიზატორი იყვნენ სახელმწიფო კონცერნები „თურქმენგაზი“, „თურქმენებიტი“ და სახელმწიფო კორპორაცია „თურქმენგეოლოგია“ თურქმენულ ფორუმთან და დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ GaffneyCline-თან პარტნიორობით.


კონფერენციასა და გამოფენას, გიორგი ჩიქოვანი, თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო კონცერნის “თურქმენგაზის” თავმჯდომარის, ბატირ ამანოვის პირადი მიწვევით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორთან კომერციულ საკითხებში, ნიკოლოზ ფიცხელაურთან ერთად ესწრებოდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up