ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს არჩევნების მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნევადას შტატში, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში დააკვირდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.