საქართველოს პარლამენტმა მიიღო ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია

access_time2022-03-15 20:25:42

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (111 ხმით) მიიღო.

 

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია:

 

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.


დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.


ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, რეზოლუციის პროექტის ტექსტის გაცნობამდე, კოლეგებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას. მისივე განცხადებით, საქართველომ ბოლო ათწლეულში მყარი საფუძველი შექმნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის.

 


„ქართული ოცნების" დეპუტატის თქმით, დღეს, როდესაც უკრაინის მიმართ ხორციელდება რუსეთის სრულიად გაუმართლებელი აგრესია, ევროკავშირის მხრიდან აშკარაა ერთსულოვანი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაა.

 

„ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური ჟესტი, თავისთავად აჩენს შესაძლებლობის ფანჯარას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში დაჩქარდეს. თუმცა, ამავდროულად ისიც ცხადია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წესები არ შეცვლილა და ამისათვის საჭიროა ყველა ეტაპის წარმატებით გავლა. იმისათვის, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ პირველ რიგში, გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჭირო მხარდაჭერა გვქონდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მხრიდან".

 

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ოპოზიციის დეპუტატებმა, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის მიმართ მათ არაერთი შენიშვნა გამოთქვეს. პარტია „ლელო"-ს განცხადებით, რეზოლუცია არ ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს დეტალური დღის წესრიგი და გეგმა, თუ როგორ აპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება უზრუნველყოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შეტანილი განაცხადის წარმატება.

 

პარტია „ევროპელი სოციალისტების" წევრის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა ვითარება და საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი არა 2024 წელს არამედ, მიმდინარე წელს უკვე გააკეთა.

 

„ამ თემაზე პატენტები არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, ვინ ოპოზიციაში. მთავარი არის, რომ დაიდოს ის შედეგი საითაც მივდივართ. არ მესმის ნიშნისმოგებით საუბარი. რა საჭიროა იმის დეკლარირება, რომ დიახაც საქართველო არ უნდა მიიღონ ახლა იმიტომ რომ, უკრაინა ომობს და საქართველო არ ომობს. ბოლო 30 წელზე მეტია ჩვენ ვომობთ. ოთხზე მეტი ფრონტი გვქონდა და ზოგიერთებს ალბათ ავიწყდებათ. ეს არის სამარცხვინო. ეს არის შეურაცხყოფა მებრძოლების, დაღუპული ქართველების, განაწამები ხალხის. თუ საქართველომ არ იომა აბა ვინ იომა?! შეიძლება დღეს ამ მიზეზით ერთმანეთისთვის ნიშნის მოგება და ხელის შეშლა?! მე მგონი არავიზე ნაკლებად არ ვიბრძვით. კვლავაც და კვლავაც, ძალიან გთხოვთ მიუხედავად პოზიციისა და ოპოზიციის ჩვენ ასეთი შანსი ჯერ არ გვქონია და მოვუფრთხილდეთ ამას“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

 

მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. ვიდეომიმართვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ეს იყო ისტორიული დღე და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

 

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას 2024 წელს გეგმავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა.

 

24 თებერვლიდან რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ათეულობით ადამიანი. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.


წყარო: რადიო თავისუფლება 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up