„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე -ამ ეტაპზე პირდაპირ გეტყვით, რომ პურის ფასი სტაბილურია ჯერჯერობით

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე -ამ ეტაპზე პირდაპირ გეტყვით, რომ პურის ფასი სტაბილურია ჯერჯერობით

access_time2021-12-14 14:00:00

გაიზარდა ფქვილის ექსპორტი და მეწარმეებს მიეცათ არჩევანის საშუალება როგორც ხარისხში, ასევე ფასში ასეთი რამ არასდროს ყოფილა. რაც შეეხება ხშირ კითხვას, თუ რა ეშველება პურის ფასს, ამ ეტაპზე პურის ფასი სტაბილურია ჯერჯერობით, - განაცხადა „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.



როგორც მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, როგორც პურის მწარმოებელი, იგი კმაყოფილია დღევანდელი მდგომარეობით, რადგან მიეცათ არჩევანის გაკეთების საშუალება. მათთვის საბაზრო ფასი არის მისაღები და სწორედ ეს იწვევს ერთგვარ კმაყოფილებას.




„მე გეტყვით, რომ პროდუქტებში დღეს მდგომარეობა ისეთია, როგორც არასდროს ყოფილა სუბსიდირების შემდეგ ფქვილის მომარაგების სახით. დიამეტრალურად გაიზარდა ფქვილის ექსპორტი, 5-ჯერ და 6-ჯერ გაიზარდა და მეწარმეებს მიეცათ არჩევანის საშუალება როგორც ხარისხში, ასევე ფასში. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, ეს ფაქტია. რაც შეეხება ჟურნალისტების ხშირ კითხვას, თუ რა ეშველება პურის ფასს, ამ ეტაპზე პირდაპირ გეტყვით, რომ პურის ფასი სტაბილურია ჯერჯერობით. მე არ ვიცი ფქვილის ექსპორტი რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ ფაქტი ასეთია, რომ შემოდის ფქვილი და არის არჩევანის საშუალება როგორც ფასში, ასევე ხარისხში და აწარმოებენ მწარმოებლები პურს. მე მინდა იცოდეთ, რომ რა თქმა უნდა როგორც მეწარმე მესმის, რომ წისქვილი და დიდი წარმოება, როდესაც ხორბალი იფქვება, აქედან 70% პურისთვის არის გათვალისწინებული და 30% მიდის კომბინირებულ საკვებზე და იქ მთელი მრეწველობა დგას ამის უკან, თუმცა მე როგორც ინფორმირებული ვარ, სულ რამოდენიმე დღეში უნდა ჩამოდგეს გემი, რომელმაც უნდა შემოიტანოს ამ საკვებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გარკვეული რაოდენობა კომბინირებული საკვებისათვის გათვალისწინებული მასალა და ალბათ წისქვილები მიიღებენ ამას და გადაამუშავებენ. რაც შეეხება პურის წარმოებას, გეუბნებით, რომ როგორც არასდროს, დღეს მართლაც არჩევანის საშუალება ფქვილში არის“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში პრესკონფერენციაზე.


BPN.GE




თეგები:
პური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up