საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი „Rothschild & Co“ იმუშავებს

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი „Rothschild & Co“ იმუშავებს

access_time2021-12-16 17:00:00

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი „Rothschild & Co“ იმუშავებს, - შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Rothschild & Co“- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის ხელი დღეს ბრიუსელში მოეწერა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია „Rothschild & Co“- ის მმართველ დირექტორს შორის გაიმართა, აღინიშნა, რომ კომპანია შეიმუშავებს სტრატეგიას, საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე იმუშავებს საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით.



შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომელთა შეთავაზებას უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს მთავრობა გეგმავს. მათ შორისაა, როგორც ფინანსური ცენტრების შექმნა, ასევე მსხვილი ტურისტული, ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები.



„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრი ეწვია ჩვენს ოფისს ბრიუსელში ევროკავშირთან ერთად გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ. ჩვენ შევთანხმდით პრემიერ-მინისტრის აპარატთან, რომ გავუწევთ საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს რიგ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან, საქართველოში ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბებასთან, ასევე საქართველოსთვის ფინანსური რესურსების მოზდვასთან, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო სამუშაოს გულისხმობს“,- განაცხადა კომპანია „Rothschild & Co“- ის მმართველმა დირექტორმა არიელ მალარდ დე როტშილდმა.




„Rothschild & Co“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი ფინანსური სერვისების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.



„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავუწიოთ ქართულ მხარეს კონსულტაციები სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ტრადიციები, განიხილავს დღევანდელ სამყაროში ქონების მართვის ცენტრად ჩამოყალიბების საკითხს. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და საამაყო, რომ ჩართულნი ვართ ამ პროცესში კონსულტანტების რანგში“,- აღნიშნა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ
Kaiser Partner-ის მმართველმა დირექტორმა სტეფან ლინიგერმა.






თეგები:
„Rothschild & Co“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up