„საქართველოს რეიტინგი ბოლო 8-10 წელია არ გაუმჯობესებულა, ეს საშინელი შედეგია“ - ეკონომისტები Fitch-ის პროგონოზებს აფასებენ

„საქართველოს რეიტინგი ბოლო 8-10 წელია არ გაუმჯობესებულა, ეს საშინელი შედეგია“ - ეკონომისტები Fitch-ის პროგონოზებს აფასებენ

access_time2021-02-15 10:00:21

გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით. Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად BB დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. Fitch-ი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება ანუ 4,0% - 2021 წელს და 3,7% - 2022 წელს. ცნობილი სარეიტინგო სააგენტო მთავარ რისკებს შორის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას და ვაქცინაციის ეფექტიანობას ასახელებს.


ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე უცვლელად დატოვებას დადებითად აფასებს. მათი განცხადებით, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში Fitch-მა შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი “BB-“- დან 'B+'-მდე, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსის და ლატვიის შემთხვევაში შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა.


„მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ.


სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია “BB” კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მართველობის ხარისხით და ბიზნეს გარემოთი. სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა, უზრუნველყოფს ქვეყანის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ. სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყანის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ.


სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. „Fitch“ - ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება“, - აცხადებენ სამინისტროში.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აღნიშავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სანდო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და საგადასახდელო ბალანსის რისკების შემცირებაში როგორც წინა ეკონომიკური შოკების დროს, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის პირობებში.



„მაკროპრუდენციული ღონისძიებებისა და სავალუტო ბაზრის ინტერვენციების კომბინაციამ ხელი შეუწყო ფინანსურ სტაბილურობასა და გაცვლითი კურსის მერყეობის შერბილებას. საქართველოს ეკონომიკა არის მაღალი დოლარიზაციის მქონე, მცირე ზომის და საკმაოდ ღია (სავაჭრო გახსნილობაა მშპ-ს 60.9%, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე 46.5%-იანი ‘BB’ ჯგუფის მედიანური მაჩვენებელი). თუმცა სანდო პოლიტიკის ჩარჩომ 2012 წლიდან საქართველოს სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მერყეობის ინდიკატორები ‘BB’ ჯგუფის მედიანურ მერყეობაზე ქვემოთ შეუნარჩუნა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.


მთავრობის ოპტიმისტს არ იზიარებს ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილის. მისი შეფასებით, ძალიან ცუდია რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს სუვერენულ რეიტინგში არსებითად არაფერი გაუმჯობესებულა და ამის არც მოლოდინი არსებობს. 


„Fitch-ის ეს შეფასება კარგი არ არის, რაც ახლა შეგვინარჩუნეს და გვაქვს ანუ BB რეიტინგს ძალიან ცუდ ანუ „ნაგვის რეიტინგს“ უწოდებენ. არ მესმის, რატომ უნდა ვიყოთ კმაყოფილი ამით. ეს რეიტინგი ბოლო 8-10 წელია არ გაუმჯობესებულა. ის, რომ რეიტინგებით რეგიონში ვიღაცეებს ვჯობივართ, მთავრობისგან მისაღები არგუმენტი არ არის სიხარულისთვის, რადგან გააჩნია ვის ვჯობივართ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ წინ წავიდეთ და გარღვევა შევძლოთ. 8 წელი რომ ერთ ადგილს ვტკეპნით, ეს ჩემთვის მოსაწონი ნამდვილად არ არის.


რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მთლიან ვალს, რომელიც 2020 წელს მშპ-თან შეფარდებით 60.4%-მდე გაიზარდა და Fitch-ის პროგნოზით, 2021 წლის განმავლობაშიც აღნიშნულ დიაპაზონში შენარჩუნდება, ვალის ეს დონე დიდ რისკს წარმოადგენს და ძალიან ცუდია. რადგან ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ ვალი, რომელიც ამ მთავრობამ აიღო და თავის მომხრეებს დაურიგა.


ქვეყნის ეკონომიკის 4.3%-ით გაზრდის პროგნოზი კი ნიშნავს, რომ ვიქნებით 2019 წელში რომ ვიყავით იმ ადგილას, რაც არ არის სასიხარულო. ამ ხელისუფლების პირობებში რეიტინგის გაუმჯობესების საფუძველს ვერ ვხედავ; მეცხრე წელია ხელისუფლებაში არიან და არაფერი გაუკეთებიათ“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.


ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდის ვარაუდი სარეიტინგო კომპანიის მხრიდან ოპტიმისტური შეფასებაა, რადგან ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში, ეს რთული მისაღწევი იქნება.


„Fitch-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად BB-ზე დატოვა ნეგატიური აუთლუქით. კარგი ისაა, რომ არ გაგვიუარესდა, ცუდი ისაა, რომ მაინცდამაინც კარგი რეიტინგი არ გვქონდა. ეკონომიკის ზრდას ვარაუდობენ 4.3%-ით, ეს მეტია ვიდრე სხვა ჩვენნაირ ქვეყნებში. ვფიქრობ, ამ ნაწილში ოპტიმისტურად გვაფასებენ. 4%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჩაკეტილი იანვარ-თებერვლის ფონზე ცოტა რთულად წარმოსადგენია“,  აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროგნოზითაც, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება. 2020 წლის განმავლობაში კი, ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ზე მეტად შემცირდა და კლებამ ჯამურად 6.1% შეადგინა.

თეგები:
Fitch



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up