„საქართველოს რკინიგზას“ სასწრაფო დახმარება სჭირდება

„საქართველოს რკინიგზას“ სასწრაფო დახმარება სჭირდება

access_time2021-06-21 09:50:47

Kudos International-ის წარმომადგენელი საქართველოში, ფინანსური მომსახურების კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ აგრძელებს საქართველოს უმსხვილესი და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი კომპანიების ფინანსური ინფორმაციის ანალიზს და საზოგადოებისთვის გაცნობას. Kudos Georgia წარმოგიდგენთ მმართველი პარტნიორის, ალექსანდრე მარგიშვილის მიერ მომზადებულ სს „საქართველოს რკინიგზის“ შესახებ მონაცემებს.


სს „საქართველოს რკინიგზის“ აქციების სრული პაკეტი ეკუთვნის სახელმწიფო კომპანიას სს „საპარტნიორო ფონდი“. შესაბამისად, საბოლოო ბენეფიციარი და მაკონტროლებელია ჩვენი სახელმწიფო, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის სახით.


„საქართველოს რკინიგზა“ აქვეყნებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. კონსოლიდირებულ ფინანსურ ინფორმაციაში თავად სს „საქართველოს რკინიგზის“ გარდა გაერთიანებულია შვიდი შვილობილი კომპანია:


1.  შპს „ჯიარ ქონების მართვა“;
2.  შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები“;
3.  შპს „ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენ“;
4.  შპს „ჯორჯია ტრანზიტი“;
5.  შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინი“;
6.  შპს „შპს ჯიარ ტრანს-შიფმენთი“ და
7.  შპს „ჯიარ ტრანზიტი“.


2020 წლის ბოლოს ჰოლდინგის გაერთიანებული აქტივების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 2,348 მილიონ ლარს, მ.შ. გრძელვადიანი აქტივები 1,959 მილიონი ლარის და მოკლევადიანი აქტივები 389 ლარის ღირებულებით. ჯგუფის მთლიანი ვალდებულებები შეადგენდა 1,988 მილიონ ლარს, მ.შ. გრძელვადიანი ვალდებულებები 1,803 მილიონი ლარის, ხოლო მიმდინარე ვალდებულებები 185 მილიონი ლარის მოცულობით. 359 მილიონი ლარის მოცულობის კაპიტალი შედგებოდა 1,053 მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალისგან და არაფულადი დაბანდებებისგან 100 მილიონი ლარის ოდენობით, რასაც არსებითად აკნინებდა აკუმულირებული ზარალი 795 მილიონი ლარის ოდენობით.


ქვემოთ მოცემულია „საქართველოს რკინიგზის“ ჯგუფის საბალანსო მონაცემები გასული სამი წლის ბოლოს მდგომარეობით მილიონ ლარში:






როგორც ცხრილიდან ჩანს, ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტივების ღირებულება საშუალოდ 2%-ით იზრდებოდა, ხოლო ვალდებულებების - 7%-ით, რის შედეგადაც კაპიტალი წლიურად საშუალოდ 16%-ით შემცირდა.


2020 წელს „საქართველოს რკინიგზის“ სრულმა შემოსავალმა 502 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ჯგუფმა საოპერაციო შედეგის სახით შეინარჩუნა 129 მილიონი ლარი, მაგრამ 192 მილიონის ლარის დანაკარგმა კურსთაშორისი სხვაობებიდან და დამატებით ფინანსურმა ზარალმა 101 მილიონის ლარის ოდენობით ჯგუფი გაიყვანა წმინდა ზარალზე 165 მილიონი ლარის ოდენობით. ეს მაჩვენებელი არსებითად გაუარესებულია 2019 წელთან შედარებით, როდესაც „საქართველოს რკინიგზის“ კონსოლიდირებული წმინდა ზარალი მხოლოდ 6 მილიონ ლარს შეადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „რკინიგზის“ ჯგუფმა 2018 წელს 716 მლნ ლარის ზარალის გამომუშავება ‘მოახერხა’.


ქვემოთ მოცემულია „საქართველოს რკინიგზის“ ჯგუფის გასული ორი წლის სრული შემოსავლების მონაცემები მილიონ ლარში:




როგორც სრული შემოსავლის მონაცემებიდან ჩანს, ფინანსური ზარალის მნიშვნელოვანმა ზრდამ ჯგუფი 2019 წლის ნულოვანი მოგების წერტილთან სიახლოვიდან 2020 წელს კატასტროფულ, 165-მლნ-ლარიან ზარალზე გაიყვანა. 2020 წელს „რკინიგზის“ ჯგუფის კომპანიების გაერთიანებული შემოსავალი მხოლოდ 502 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო დანახარჯები 33%-ით მეტს - 666 მლნ ლარს.


მომსახურების სახეობების მიხედვით ჯგუფის შემოსავლები ჩაშლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:




როგორც ცხრილიდან ჩანს, საშუალოდ „საქართველოს რკინიგზის“ ჯგუფის შემოსავლების 76% მოდის ტვირთების გადაზიდვაზე, 10% - ლოჯისტიკურ მომსახურებაზე და მხოლოდ 4% მგზავრთა გადაყვანაზე.


სამი წლის წინ „საქართველოს რკინიგზის“ ჯგუფს არსებითი ზიანი აქვს მიღებული „თბილისის შემოვლითი გზის“ პროექტის 383 მლნ ლარით გაუფასურებით (398 მლნ ლარის საბალანსო ღირებულებიდან 15 მლნ ლარის აღდგენად ღირებულებამდე ჩამოწერით), რაც გამოწვეული იყო ჯერ აღნიშნული პროექტის „საქართველოს რკინიგზის“ მიერ არასწორი დაგეგმვით და მშენებლობის გაუაზრებელი ხარჯთაღრიცხვით წამოწყებით, შემდეგ - ქვეყნის მთავრობისა და დედაქალაქის მერიის ტოტალური ჩამოუყალიბებლობითა და შესაბამისად, შეუთანხმებლობით და ბოლოს - საკითხისადმი საზოგადოების სრული ინდიფერენტულობით, რის შედეგადაც პრობლემების გამოსწორების ნაცვლად პროექტი საერთოდ გააჩერეს.


მიუხედავად ქრონიკული ზარალისა, „საქართველოს რკინიგზას“ წლიდან წლამდე საშუალოდ 266 მლნ ლარის ფულადი სახსრებისა და ეკვივალენტების ნაშთი მოჰყვება:


  •  2018 წლის 1 იანვარი: 243 მლნ ლარი;
  •  2019 წლის 1 იანვარი: 241 მლნ ლარი;
  • 2020 წლის 1 იანვარი: 258 მლნ ლარი;
  • 2021 წლის 1 იანვარი: 323 მლნ ლარი.


2020 წლის საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური უწყისების გამოქვეყნების შემდეგ „საქართველოს რკინიგზის“ ჯგუფმა 500 მლნ დოლარი ისესხა: ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა აღნიშნული ღირებულების მწვანე ობლიგაციები წლიური 4% განაკვეთით. მიღებული თანხა მოხმარდა ცხრა წლის წინ 7.75% წლიური განაკვეთით ნასესხები კრედიტის გადაფარვას. ჯგუფის განვითრების დასაფინანსებლად ობლიგაციების ღირებულებიდან არც ერთი ცენტი არ დარჩა.


საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამ გიგანტურ ჰოლდინგს სასწრაფო დახმარება სჭირდება!


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up