საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა გახდა, - ინფორმაცია ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ ინვესტორებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილშია აღნიშნული.
„საპარტნიორო ფონდიდან“ რკინიგზის აქციები საქართველოს მთავრობას ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გადაეცა.
2022 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის ფარგლებში, ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული საქართველოს რკინიგზა მთავრობის მფლობელობაში გადავიდოდა, თუმცა თარიღი არ გასაჯაროებულა.
აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ანგარიშზე დღეისათვის მხოლოდ ერთი მსხვილი აქტივი „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ რჩება.
ნინო თამაზაშვილი