საქართველოს როგორც კინოგადასაღებ ლოკაციას, აქვს შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მიმზიდველი ლოკაცია იყოს

საქართველოს როგორც კინოგადასაღებ ლოკაციას, აქვს შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მიმზიდველი ლოკაცია იყოს

access_time2023-04-18 23:55:03

საქართველოს როგორც კინოგადასაღებ ლოკაციას, აქვს შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მიმზიდველი ლოკაცია იყოს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში“ ხელმძღვანელმა თათია ბიძინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ფილმების მიმართი ინტერესი მზარდია, მზარდია ასევე ამ დარგიდან მიღებული შემოსავლები.


„ქართული კინოინდუსტრია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ჩვენ თუ ავიღებთ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითს, მაგალითად დიდი ბრიტანეთისას - შემოქმედებითი ინდუსტრიები მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს მოიცავს. რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით, მსგავსი ტიპის მონაცემები რა თქმა უნდა არ გვაქვს, თუმცა, “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 2016 წლიდან დღემდე დახარჯულია 12 მილიონ ლარზე მეტი. ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკაში გადადინების ეფექტით თუ ვისაუბრებთ, დაახლოებით, 4-ჯერ მეტი დაიხარჯა, ვიდრე აღნიშნულ მონაცემებში ჩანს.


ქართული კინოთი დაინტერესება ძალიან დიდია, თუნდაც საერთაშორისო მარკეტებზე ჩვენს სტენდებზე ყოველთვის არის აქტიურობა“, - განმარტა თათია ბიძინაშვილმა.



,,გადაიღე საქართველოში“ ხელმძღვანელმა ახალ პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კომერციალიზაციის პროგრამამ სტარტი სულ რამდენიმე დღეა აიღო და მის მთავარ მიზანს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ფილმების პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობა და გაყიდვების ზრდა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე ქართული ფილმების ჩვენება მოეწყობა, სადაც მიწვეული იქნებიან გავლენიანი გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები,  რაც გაზრდის კონკრეტული ფილმის წარმატებულად გაყიდვის შანსს. 


„ველოდებით, რომ ის ორი ფილმი, რომელიც შეირჩევა პროგრამის ფარგლებში, უნდა გაიყიდოს ძალიან დიდი წარმატებით საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა თათია ბიძინაშვილმა.


ცნობისთვის, ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კომერციალიზაციის პროგრამა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, კინოინდუსტრიაში ჩართული კომპანია იყოს პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში“ ბენეფიციარი, ან ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.  გამარჯვებული ფილმები, რომელთა ჩვენებასაც წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე სააგენტო სრულად დააფინანსებს, მიმდინარე თვის ბოლოს დასახელდება.


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ამ ეტაპზე 30 განხორციელებული პროექტია, ჯამურად განხორციელებული ინვესტიცია 200 მილიონ ლარს შეადგენს, ანაზღაურებული თანხა კი 18 მილიონ ლარზე მეტია.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up