საქართველოს რომელ კურორტებს გაათოვლიანებენ წელს ხელოვნურად

საქართველოს რომელ კურორტებს გაათოვლიანებენ წელს ხელოვნურად

access_time2021-12-12 19:00:54

საქართველოს 4 ზამთრის სათხილამურო კურორტია - გუდაური, მესტია, ბაკურიანი და გოდერძი. თუმცა წელს მხოლოდ ორი მათგანის ხელოვნური გათოვლიანება მოხდება. მართალია, ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნის თარიღი ჯერჯერობით ისევ უცნობია, თუმცა მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ ხელოვნური გათოვლიანებისთვის ასევე ტბები უკვე მზადყოფნაშია.

ცნობისათვის, გუდაურის ხელოვნური ტბის პროექტი 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ინფრასტრუქტურის სრულად მოწყობა მხოლოდ 2020 წლისთვის მოხერხდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ ტბა წელს 5 კმ სათხილამურო ტრასას გაათოვლიანებს. ამ ეტაპზე პროცესის პირველი და მეორე ფაზა მიმდინარეობს.

„გუდაურში დასრულებულია და სრულყოფილად ფუნქციონირებს წყლის ხელოვნური რეზერვუარი ანუ ტბა - ტბა არის 96 000 კუბური მეტრი . გუდაურში ასევე სრულყოფილად ფუნქციონირებს გათოვლიანების სისტემების როგორც პირველი, ასევე მერე ფაზა . ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ჯამში 5 კმ- სათხილამურო ტრასას ათოვლიანებს", - განაცხადეს კომპანიაში.

რაც შეეხება ბაკურიანს აქაც პროცესი მიმდინარეა და ორ ტრასაზე მონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.


„ბაკურიანში 2015 წელს დაიწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ფუნქციონირება, რომელიც გახლდათ პირველი ფაზა . მსოფლიო ჩემპიონატისთვის აუცილებელია სათხილამურო ტრასაზე იყოს ხელოვნური თოვლი, სწორედ ამიტომ გასულ წელს დაემატა 1200-მეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანება . ახლა კი აქტიურად მიმდინარეობს მესამე ფაზა - ორ სათხილამურო ტრასაზე მონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები", - აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

შეგახსენებთ, გუდაურში ტბის ინფრასტრუქტურის მოწყობა 2017 წელს დაიწყო. პროექტირება-მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 11 388 298 ლარი გამოყო. პროექტის ავტორები ამბობდნენ, რომ ხელოვნური ტბა გუდაურში სეზონის უფრო ადრე გახსნას შეუწყობს ხელს, რადგან ტბა ხელოვნური გათოვლიანებისთვის არის საჭირო. ხელოვნური გათოვლიანება კი ბუნებრივი კლიმატური პირობებისგან დამოუკიდებლობის საშუალებას იძლევა, თუმცა ამ დრომდე ჯერ კიდევ უცნობია, როდის გაიხსნება ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად.

წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი" 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up