საქართველოს რომელ ქალაქშია ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული

საქართველოს რომელ ქალაქშია ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული

access_time2022-09-13 22:00:00

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქ რუსთავშია, რაც სამრეწველო ზონიდან გამომდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.


მისივე თქმით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის“ ამოქმედების შემდეგ, რომელიც საწარმოებს გარემოსდაცვით ნორმებში მოქცევას ავალდებულებდა, რუსთავის საწარმოებმა ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება და თვითმონიტორინგის სისტემაში ჩართვა დაიწყეს, თუმცა არა ისეთი ტემპით, რომელსაც სამინისტრო ელოდა.


ნოე მეგრელიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამ კუთხით მომავალი წლის პირველ ნახევარში ხელშესახები შედეგები იქნება, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება.


„მყარი ნაწილაკების ყველაზე მაღალი კონცენტრაციები ქალაქ რუსთავში გვიფიქსირდება, რაც სამრეწველო ზონიდან გამომდინარე სამწუხარო რეალური სურათია. საკანონმდებლო ცვლილებების შემოღების შემდეგ პროგრესი ნამდვილად არის. ბევრმა საწარმომ ახალი ფილტრაციის სისტემა ჩამოიტანა, ბევრმა შეაკეთა და თვითმონიტორინგის სისტემაში უკვე 10-ზე მეტი საწარმო ჩაერთო. უმეტესობას კონტრაქტები აქვს დადებული, რომ ეს სისტემები ჩამოიტანონ და დამონტაჟდეს. პროგრესი ნამდვილად გვაქვს, თუმცა არა იმ ტემპებით, რომელიც ჩვენ გვინდოდა და რომელსაც ველოდით. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის პირველი კვარტლისთვის საწარმოების უმეტესობა, რომელსაც ეს რეგულაციები ეხება, თვითმონიტორინგის სისტემაში ჩართული იქნება, რაც იმისთვის გაკეთდა, რომ ვაკონტროლოთ, რამდენად სრულყოფილად ხდება იმ ნორმების დაცვა.


ეს არის ამ ქალაქის დაარსებიდან დაწყებული პრობლემა და ამის მოგვარება ახლა, 2019 წლიდან დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ერთ დღეში და ერთ წელიწადში ეს ვერ მოგვარდება, მაგრამ როგორც აღვნიშნე, აბსოლუტურად ყველა ქარხანას, ერთეულების გამოკლებით, მუშაობა დაწყებული აქვს, ან უკვე დამონტაჟდა, დაკონტრაქტებულია და თვითმონიტორინგის ხელსაწყოები ყენდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში ეს პროცესი დასრულებული იქნება და ძალიან ხელშესახები შედეგები უნდა გვქონდეს. ასეთი რეალობაა,“ - განაცხადა ნოე რამიშვილმა.



ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის თქმით, რუსთავის ჰაერის მართვის ახალ გეგმაზე მუშაობა შვედეთის მთავრობის დახმარებით, უახლოეს დროში დაიწყება, უმთავრესი აქცენტი კი სამრეწველო ზონაზე გაკეთდება.


მისი თქმით, ახალი გეგმა სავარაუდოდ, 2023 წლის დასაწყისში დამტკიცდება, რომელიც 3-წლიანი იქნება.


„ქარხნების გარდა, რუსთავში ძირითადად, ტრანსპორტის მიერ გამოწვეული აზოტის დიოქსიდის პრობლემაც ფიქსირდება. რუსთავის ჰაერის მართვის გეგმაში ესეც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, იქნება აუცილებლად გამწვანების საკითხები. ასევე, ველობილიკების და ფეხით გადაადგილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.


რუსთავის გეგმის შემუშავებას გაცილებით უფრო ადრე ვვარაუდობთ. ვფიქრობთ, რომ იანვრისთვის უკვე უნდა გვქონდეს საბოლოო „დრაფტი“ და შემდეგ იმედია, მთავრობა მალე დაამტკიცებს. რუსთავის ჰაერის ძველ გეგმას ვადა წლის ბოლოს ეწურება და არ გვინდა, რომ ძველ გეგმასა და ახალ გეგმას შორის წყვეტა გვქონდეს“, - აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.


ipn.ge




თეგები:
ჰაერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up