საქართველოს საერთაშორისო რეზერვები იზრდება. ქვეყანას ამ დროისთვის 4.031 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივები (თებერვალში 3,992 მლრდ აშშ დოლარი) აქვს და მათი დიდი ნაწილი 3.542 მილიარდი უცხოური ვალუტის (თებერვალში 3,2 მლრდ აშშ დოლარი) რეზერვებია.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
თებერვალში სამთავრობო კონვერტაციების შედეგად, $47 მილიონით შემცირებული რეზერვები მარტში 37.7 მილიონით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი 70.9 მილიონს შეადგენდა. SDR (სესხების სპეციალური უფლებები) 478,217 მლნ დოლარია, ხოლო სხვა სარეზერვო აქტივები 10,689 მლნ დოლარია.
ეროვნულ ბანკს ისტორიულად ყველაზე დიდი მოცულობით სერთაშორისო რეზერვები 2021 წლის დეკემბერში ჰქონდა, რომელიც 4,272 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს მხოლოდ ერთი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და რეზერვებიდან სავალუტო ბაზარს თითქმის 40 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა. 9 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი, აუქციონზე კი 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა.