საქართველოს საერთაშორისო რეზერვები იზრდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მაისში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ქვეყანაში დაახლოებით 3,855 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი 3,826 მლრდ აშშ დოლარზე იყო.
რაც შეეხება საერთაშორისო რეზერვებს კომპონენტების მიხედვით, სარეზერვო აქტივებში ყველაზე დიდი წილი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის, რომელმაც მაისში დაახლოებით 3,372 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით 25.9 მლნ დოლარით მეტია. შემდეგ მოდის სესხების სპეციალური უფლებები (SDR), რომელიც მაისში 7,972 მლნ დოლარით გაიზარდა და 473.154 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა სარეზერვო აქტივებს, ეს მაჩვენებელი მაისში შემცირდა და 9,759 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს ისტორიულად ყველაზე დიდი მოცულობით საერთაშორისო რეზერვი გასული წლის დეკემბერში ჰქონდა, კერძოდ, 4,272 მლრდ აშშ დოლარი. ამ ყველაფრის მიზეზი კი სავარაუდოდ, მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალია, რომელსაც ეროვნული ბანკი რეზერვის სახით ინახავდა.