2022 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 1,9-ჯერ - 4 372,5 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ 2022 წელს საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ამის მიზეზი, პირველ რიგში, რუსეთიდან განხორციელებული სავალუტო ტრანსფერების მოცულობის უპრეცედენტო ზრდაა.
ტრანსფერების ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან იყო - 2,068 მილიარდი დოლარი, რაც 5,8-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით.
იანვარში ტრანსფერებმა შეადგინა 168,84 მლნ დოლარი (რუსეთიდან - 22,38 მლნ დოლარი);
თებერვალში - 183,42 მლნ დოლარი (21,94 მლნ დოლარი);
მარტში - 193 მლნ დოლარი (27 მლნ დოლარი);
აპრილში - 308 მლნ დოლარი (132,98 მლნ დოლარი);
მაისში - 505,71 მლნ დოლარი (313,9 მლნ დოლარი);
ივნისში - 427,35 მლნ დოლარი (231,44 მლნ დოლარი);
ივლისში - 306,02 მლნ დოლარი (100,6 მლნ დოლარი);
აგვისტოში - 334,27 მლნ დოლარი (110 ,94 მლნ დოლარი);
სექტემბერში - 387,18 მლნ დოლარი (173,95 მლნ დოლარი);
ოქტომბერში - 173,95 მლნ დოლარი (299,28 მლნ დოლარი);
ნოემბერში - 521,16 მლნ დოლარი (316,14 მლნ დოლარი);
დეკემბერში - 535,3 მლნ დოლარი (317,31 მლნ დოლარი).
ქვეყნების ხუთეულში, რომლებმაც ფულადი გზავნილები განახორციელეს საქართველოში, ასევე შედის იტალია - 431,65 მლნ დოლარი, აშშ - 327 მლნ დოლარი, საბერძნეთი - 224,2 მლნ დოლარი, ისრაელი - 199 მლნ დოლარი.
10 იანვარს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა მიაღწია ახალ ისტორიულ მაქსიმუმს და 4 900,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რითაც რეზერვების მოცულობამ 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელს (4,272,5 მლნ აშშ დოლარი) გადააჭარბა და 14,7%-ით გაიზარდა.
რუსული მედია წერს, რომ ექსპერტების აზრით, მაჩვენებლის ასეთ მნიშვნელოვან ზრდაზე მოახდინა სავალუტო ტრანსფერების მოცულობის უპრეცედენტო ზრდამ გავლენა, პირველ რიგში, რუსეთიდან.