საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა და 30 სექტემბრის მდგომარეობით, 4,313 მლრდ დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ეს დაახლოებით 236 მლნ დოლაროთ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის სექტემბერში რეზერვების მოცულობა 4,077 მლრდ დოლარს შეადგენდა.
სებ-ის მონაცემებით, სარეზერვო აქტივებში ყველაზე დიდი წილი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის, რომელმაც სექტემბერში დაახლოებით 3,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 262.9 მლნ დოლარით მეტია. შარშან სავალუტო რეზერვების მოცულობა 3.590 მლრდ დოლარს შეადგენდა.
2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, უცხოური ვალუტის რეზერვებიდან, ფასიან ქაღალდებში განთავსებულია 2,704 მლრდ დოლარი, ხოლო ნაღდი ფულით დეპოზიტზე 1,149 მლრდ დოლარი.
ეროვნულ ბანკს ყველაზე დიდი მოცულობით საერთაშორისო რეზერვი გასული წლის დეკემბერში ჰქონდა, როცა მისმა მოცულობამ 4,272 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.