საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა საარბიტრაჟო საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა საარბიტრაჟო საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

access_time2020-10-06 19:00:00

საქართველოს სავაჭრო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ საარბიტრაჟო საბჭოს ახალი წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.


საბჭოს ახალი შემადგენლობა ადგილობრივ წევრებთან ერთად, არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო დონეზე წამყვანი პრაქტიკოსებით დაკომპლექტდა-აღნიშნულ სიახლეს საერთაშორისო დონეზე არბიტრაჟის სფეროში ყველაზე გავლენიან და აღიარებულ გამოცემა Global Arbitration Review (GAR) ეხმაურება.



საარბიტრაჟო საბჭოს ოთხო ახალი უცხოელი წევრი - იას ბანიფატემი (Shearman & Sterling), პატრიცია შონესი (Stockholm University), სტივენ ფინიციო (WilmerHale), მარკიან კლიუჩკოვკსი (Asters), ფრანცისკო ამალო (Martinez de Hoz & Rueda) და სამი ახალი ქართველი წევრი - ელენე გოგაძე (Sheppard, Mullin, Richter and Hampton LLP), ნატა ღიბრაძე (Hogan Lovells) და მაია ბაქრაძე ჰყავს.




ამასთანავე, საარბიტრაჟო საბჭოს ახალ თავმჯომარედ არჩეულ იქნა ქეთევან ბეთანელი (Freshfields Bruckhaus Deringer, პარიზი), რომელსაც როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.



,,საარბიტრაჟო საბჭოს ახალი წევრების უმეტეს ნაწილი საარბიტრაჟო ცენტრთან თანამშრომლობს. მათ შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა კვალიფიკაცია, რეპუტაცია და საარბიტრაჟო სფეროში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბჭოს წევრების ეროვნებაზე, ენებისა და სხვადასხვა ქვეყნის იურისდიქციის ცოდნაზე. ახალი შემადგენლობა სრულად დააბალანსებს საარბიტრაჟო ცენტრში შემოსული დავების მხარეთა სხვადასხვა ენობრივი და განსხვავებული სამართლებრივი კულტურიდან გამომდინარე შესაძლოდ წარმოშობილ პრობლემატურ საკითხებს’’- ნათქვამია Global Arbitration Review (GAR)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში
საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივნის, ბექა ინჯიას განცხადებით: ,,აუცილებელია აღინიშნოს საარბიტრაჟო საბჭოს ქართველენოვანი წევრების დაგროვებული გამოცდილება, როგორც კომერციული ასევე საინვესტიციო არბიტრაჟში, რაც მნიშვნელოვნად წაადგება საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობას.



,,ხაზგასასმელია, რომ ახალი შემადგენლობის დიდი ნაწილი პროფესიულ საქმიანობას საქართველოს საზღვრებს გარეთ ეწეოდა, რაც ამცირებს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტების დადგომის შესაძლებლობას. შესაბამისად, საარბიტრაჟო საბჭო კვლავ დარჩება დამოუკიდებელი და ხარისხიანი საარბიტრაჟო პროცესის შენარჩუნების გარანტი, რაც საარბიტრაჟო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს’’- აღნიშნა ბექა ინჯიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up