საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“ იქნება ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე აპლიკაციაში მათი ნაწილია ჩატვირთული და ბაზა ეტაპობრივად განახლდება. „ბილიკში“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციი მიერ მარკირებული 227 კმ სიგრძის ბილიკები განთავსდება.
აპლიკაცია მოგზაურებს აწვდის: ბილიკის GPS ტრეკს, რუკას, ბილიკის აღწერას და ფოტოსურათებს, რომელიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ, აირჩიონ და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ.
ბილიკების გამოყენება მობილური მოწყობილობის ე.წ. „ოფლაინ“ რეჟიმშიცაა შესაძლებელი.
აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ლინკებიდან:
Android: https://bit.ly/3eHCBn7