საქართველოს საგარეო ვაჭრობაში სამი მთავარი გამოწვევაა - რით დავეხმაროთ ექსპორტს

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში სამი მთავარი გამოწვევაა - რით დავეხმაროთ ექსპორტს

access_time2022-06-09 12:00:09


ბაზრების დივერსიფიცირება, ადგილობრივი წარმოების ზრდა და აგრარული სფეროს განვითარება - ძირითადი ფაქტორებია, რაც აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, საქართველოს საექსპორტო მაჩვენებლების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მისი თქმით, წარმოების დეფიციტი საგარეო ვაჭრობაში ყველაზე დიდი დაბრკოლებაა, რადგან გასატანი პროდუქცია ფაქტობრივად არ არის და ექსპორტიდან მიღებული სარგებელი ჯერ ისევ მცირეა. 

მიუხედავად ამისა, სილაგაძე აცხადებს, რომ საგარეო ვაჭრობის ზრდა სასიკეთო სიგნალია ეკონომიკისთვის და ამ ტრენდს ქვეყანა მომდევნო თვეების განმავლობაშიც შეინარჩუნებს.

 

,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნების, ასევე სასაქონლო ჯგუფების მეტი დივერსიფიცირება. უდავოდ დადებითი ფაქტორია, რომ გლობალურ ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ მოთხოვნა არ არის შემცირებული, პირიქით, გაზრდილია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ წარმოება გავზარდოთ და შევძლოთ სამამულო პროდუქციით მოთხოვნის დაკმაყოფილება. კარგია, რომ საგარეო ვაჭრობაში სტატისტიკა უმჯობესდება, მაგრამ ეს არის ძირითადად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა ეკონომიკა უძრავ მდგომარეობაში იყო. ამიტომ ჩვენი  ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა ეპიდემიამდელ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, აქეთკენ უნდა გვქონდეს სწორებაეკონომიკის სამინისტროს და მთლიანად, საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს როგორც საექსპორტო პროდუქციის, ასევე ბაზრების დივერსიფიცირება. ვერ ვიტყვი, რომ მძიმე მდგომარეობაა, მგრამ მეტი შესაძლებლობები გაგვაჩნია, რაც სწორად უნდა გამოვიყენოთ", - აცხადებს  ავთო სილაგაძე ,,კომერსანტთან“. 

 


მისი თქმით, საქართველოსთვის  მნიშვნელოვანია საბოლოოდაც ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის ზრდას მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.

,,ბაზრების დივერსიფიცირება  საგარეო ვაჭრობაში წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიამეტი ყურადღება დასჭირდება ევროკავშირში ექსპორტს, მით უმეტეს, როცა გვინდა ევროკავშირი წევრობა, უნდა გავზარდოთ საგარეო ვაჭრობა და განსაკუთრებით ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი, რათა გვქონდეს უფრო მარალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი. შესაბამისად, მსოფლიოს მნიშვნელოვან ბაზარზე მყარად დავიჭიროთ პოზიცია", - დასძენს ავთო სილაგაძე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტი შემცირდა, იმპორტი - გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყნიდან, 260,887 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 268,589 მლნ აშშ დოლარის.

 

რაც შეეხება იმპორტს, 87.5 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოში 387,166 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტები შემოვიდა, წინა წლის 4 თვეში კი - 299,666 მლნ აშშ დოლარის.

 

 მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up