საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ჯვარედინი დეფოლტი განიცადა

საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ჯვარედინი დეფოლტი განიცადა

access_time2023-01-26 21:00:49

საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ჯვარედინი დეფოლტი განიცადა - ამის შესახებ ფონდის აუდიტირებული ფინანსურ ანგარიშში წერია. ჯვარედინი დეფოლტი Credit Europe Bank N.V-ისგან აღებულ 32 მილიონი ევროს სესხს უკავშირდებოდა და ის განპირობებული იყო ფონდის შვილობილი ორგანიზაცია „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ EBRD-ისგან აღებული 250 მლნ დოლარიანი სესხის პირობების დარღვევით.


საპარტნიორო ფონდის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია:

 

2021 წლის 31 დეკემბრისთვის, წმინდა ვალის EBITDA-სთან თანაფარდობის კოეფიციენტთან დაკავშირებული ფინანსური კოვენანტი იქნა დარღვეული, რამაც საშუალება მისცა გამსესხებელს სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოეთხოვა. თუმცა, 2021 წლის 27 დეკემბერს, ჯგუფმა გამსესხებლისგან მოიპოვა უფლებაზე უარის თქმის დოკუმენტი აღნიშნულ კოვენანტთან დაკავშირებით. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ჯგუფმა აღნიშნული სესხი გრძელვადიანი კრედიტის კატეგორიაში დააკლასიფიცირა (2020 წლის 31 დეკემბერი: ადგილი ჰქონდა იგივე დარღვევას, რომელზეც უარი 2021 წლის 31 დეკემბრამდე იქნა მიღებული).

 

 

EBRD-ის სესხის ზემოაღნიშნული კოვენანტების დარღვევამ Credit Europe Bank N.V.-სგან აღებული სესხის ჯვარედინი დეფოლტი გამოიწვია. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, როდესაც სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (100%-იანი შვილობილი კომპანია) და სს საქართველოს რკინიგზის” (100%-იანი შვილობილი კომპანია) ნებისმიერ კრედიტორს, დეფოლტის შემთხვევის შედეგად, ენიჭება ფინანსური დავალიანების ვადადამდგარად გამოცხადების და მისი მოთხოვნის უფლება შეთანხმებულ დაფარვის ვადაზე ადრე, “Credit Europe Bank N.V.”-ც ასევე უფლებამოსილია სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოითხოვოს.


 

 

...2021 წლის 31 დეკემბრისთვის, 711,003 ათასი ლარის ოდენობით საბალანსო ღირებულების მქონე EBRD-ის სესხთან დაკავშირებული „პროცენტის დაფარვის კოეფიციენტთან“ და წმინდა ფინანსური ვალის EBITDA-სთან თანაფარდობის კოეფიციენტთან დაკავშირებული ფინანსური კოვენანტები იქნა დარღვეული, რამაც გამსესხებელს უფლება მისცა სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოეთხოვა. შედეგად, სესხის მთლიანი საბალანსო ღირებულება იქნა რეკლასიფიცირებული მოკლევადიანი ვალდებულებების კატეგორიაში. ამასთანავე, საანგარიშგებო თარიღის შემდეგ, ჯგუფმა დაარღვია გამსესხებლისთვის აუდიტირებული ფასსების საფუძველზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ვადებთან დაკავშირებული არაფინანსური კოვენანტები. ჯგუფი უფლებაზე უარის მოპოვების პროცესშია. საპარტნიორო ფონდი

 

2021 წლის სექტემბერში, ფონდმა მიიღო 32,000 ათასი ევროს ოდენობით სესხი (116,572 ათასი ლარის ეკვივალენტური) საერთაშორისო ბანკისგან Credit Europe Bank.

 

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სესხი უნდა იქნეს დაფარული 2023 წლის სექტემბერში. 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ჯვარედინ დეფოლტთან დაკავშირებული არაფინანსური კოვენანტი იქნა დარღვეული, რამაც საშუალება მისცა გამსესხებელს სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოეთხოვა. არაფინანსური კოვენანტის დარღვევა მოხდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ზემოაღნიშნული EBRD-ის სესხის გამო. ამასთანავე, საანგარიშგებო თარიღის შემდეგ, ფონდმა დაარღვია გამსესხებლისთვის აუდიტირებული ფასს-ების საფუძველზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ვადებთან დაკავშირებული სხვა არაფინანსური კოვენანტი. 2021 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, ჯგუფმა გამსესხებლისგან მოიპოვა უფლებაზე უარის თქმის დოკუმენტი აღნიშნულ კოვენანტთან დაკავშირებით. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, 108,101 ათასი ლარის ოდენობით მთლიანი საბალანსო ღირებულების მქონე სესხი იქნა რეკლასიფიცირებული მოკლევადიანი ვალდებულებების კატეგორიაში“ - ნათქვამია საპარტნიორო ფონდის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up