საქართველოს სატრანზიტო დერეფნების გამტარიანობა შესაძლოა გაიზარდოს

საქართველოს სატრანზიტო დერეფნების გამტარიანობა შესაძლოა გაიზარდოს

access_time2022-01-31 11:00:50

რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები მხარეებს შორის, ეკონომიკური კავშირების გართულებას გამოიწვევს. თუმცა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანმა შეიძლება მაღალი დატვირთვით იმუშაოს, თუნდაც იმ პერიოდში, ვიდრე რუსეთი უკრაინაში გადაზიდვების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გააუქმებს. ასე ფიქრობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი, რომელმაც ,,კომერსანტთან“  რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ფონზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნის შესაძლებლობები შეაფასა. მისი თქმით, შეიძლება განსაკუთრებით საბორნე გადაზიდვები გააქტიურდეს.

 

,,უაღრესად ნეგატიური ფაქტია, რომ რეგიონში არასახარბიელო ვითარებაა. უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა პიკზეა და ეს ეკონომიკურ კავშირებზეც ცუდად მოქმედებს, თუმცა ამ თუნდაც მოკლევადიან პერიოდში, სანამ ქვეყნები კონფლიქტს მოაგვარებენ,  საქართველოს გაუჩნდა  მნიშვნელოვანი ტვირთნაკადის მოზიდვის შესაძლებლობა, რომელიც მანამდე უკრაინა-რუსეთის მიმართულებით მიდიოდა ანუ საქართველოს გვერდის ავლით. იმ ვითარებაში, როცა რუსეთმა უკრაინას შეუჩერა გადაზიდვები, ეს ტვირთები შეიძლება ჩვენკენ წამოვიდეს. ნაწილი წამოვიდა კიდეც, პირველ რიგში, ქიმიური და ნაყარი ტვირთები. ეს  ტვირთნაკადი ადვილად შესაძლებელია წავიდეს ევროპის მიმართულებით. ესეც დამატებითი პერსპექტივაა, რომ საქართველომ განავითაროს საბორნე გადაზიდვები. მსოფლიო ბანკის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით მეასე ადგილზეა საქართველოს საზღვაო სექტორი შავი ზღვის სხვა ნავსადგურებთან დაკავშირებადობის  მიხედვით.  ეს უსიამოვნო ფაქტია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ამბიცია აქვს,  იყოს საზღვაო ქვეყანა. ამ დროს ჩვენი ნავსადგურებიდან მუდმივი საკონტეინერო და საბორნე ხაზები განვითარების უდიდესი პოტენციალი გაგვაჩნია“, - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

 

მისი განმარტებით, დღესდღეობით ჩინური ტვირთნაკადების 98% საზღვაო არტერიებით მიდის, ანუ საზღვაო გემების  დახმარებით ევროპის მიმართულებით, ხოლო სახმელეთო დერეფნების დატვირთულობა 2%-ს ვერ აღწევს, რაც დიდი დაბრკოლებაა.

 

,,გვაქვს რეალური მოცემულობა, როცა ქვეყნის სატრანზიტო როლი შეიძლება გაძლიერდეს. რამდენად აითვისებენ, ამას დრო და სახელმწიფო მენეჯმენტი გვიჩვენებს. ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ თუ გვაქვს 100%  ჩინური ტვირთნაკადისა, 98%  საზღვაო გემების  დახმარებით გადის ევროპის მიმართულებით. მხოლოდ 2% გადაიზიდება სახმელეთო დერეფნებით, ძირითადად სარკინიგზო  მატარებლებით, რითაც გადის ტვირთები  ჩინეთი-რუსეთი-ბელარუსი-გერმანიის მიმართულებით და შემდეგ იშლება ევროპაში. ეს ფართოდ აპრობირებული გზაა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ  ეს ნაკადები მოვიზიდოთ. გვეხმარება ის გარემოებაც, რომ ზამთარში ვოლგა-დონის არხი იყინება და გაყინვის შედეგად ტვირთნაკადი ჩვენი დერეფნის მიმართულებით უფრო მარტივად გადმოდის, ესეც პრიორიტეტია, რაც შეიძლება გამოვიყენოთ“,  ამბობს ცაგარეიშვილი ,,კომერსანტთან“.

 


აღსანიშნავია, რომ  საქართველოს დერეფნებში გამავალ ტვირთებთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები ძნელად ხელმისაწვდომია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მსგავს ინფორმაციას ძირითადად თურქული წყაროების მეშვეობით ეცნობიან, იშვიათ შემთხვევაში - აზერბაიჯანული მედიით.


რაც შეეხება ,,საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვებს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამ მხრივ 2021 წელი მეტნაკლებად სტაბილურია და მან 12%-იანი ზრდაც აჩვენა.


გასული  წლის განმავლობაში სარკინიგზო გადაზიდვები ჯამში 9.1 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რომლის  ჯამურმა ღირებულებამ 264 მლნ ლარი შეადგინა.


ამასთან, 43%-ით არის გაზრდილი ნავთობპროდუქტების გადაზიდვები. შაქრის გადაზიდვები გაიზარდა 82%-ით, ხოლო სასუქის 18%-ით.


მათ შორის, 2021 წელს შუა დერეფნის გავლით გადაზიდვები 51%-ით არის გაზრდილი.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up