საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ევროპის თასის შეჯიბრს ისტორიულ კურორტ ბაკურიანში ჩაატარებს

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ევროპის თასის შეჯიბრს ისტორიულ კურორტ ბაკურიანში ჩაატარებს

access_time2021-12-28 16:55:32

2022 წლის სათხილამურო სეზონისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი. უკვე ცნობილია, რომ 19 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება ევროპის თასის გათამაშების ეტაპი სნოუბორდის პარალელურ სლალომში, 20 თებერვალს კი გიგატურ სლალომში. 

 

ევროპის თასების გათამაშების ეტაპების გარდა, საქართველოში კიდევ ორი მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი ჩატარდება. 5 მარტს ბაკურიანი ფრისკის, ხოლო 6 მარტს სნოუბორდის ეტაპს უმასპინძლებს. ორივე შეჯიბრზე სპორტსმენები სლოუფსთაილის სახეობაში იასპარეზებენ.

 

2022 სეზონის დაწყებამდე საქართველოს სამთხილამურო ფედერაციამ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ  პრესკონფერენცია გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

 „სეზონისთვის სამზადისი ჩვენი პარტნიორებისა და უცხოელი ტექნიკური პერსონალის ჩართულობით დავიწყეთ. ვეცნობით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ შემუშავებულ კოვიდ-პროტოკოლს, რომლითაც ფედერაციები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ზამთრის კურორტებზე ხელმძღვანელობენ. მკაცრად იქნება დაცული ყველა მითითება, იმისთვის რომ სპორტსმენებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაივლის და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წარმატებით მივუახლოვდებით მსოფლიო ჩემპიონატს.“ -  განაცხადა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

 

ისტორიული კურორტი ბაკურიანი  2023 წელს, სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის, ფრისკის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს გამართავს. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებამდე საქართველოს მთის კურორტებმა უკვე უმასპინძლეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ ევროპის და მსოფლიო თასის ეტაპებს.


 

„განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მოახლოებული სეზონისთვის მიმდინარეობს მიწის სპეციალური საფარის სამუშაოები, რაც ხელოვნურ გათოვლიანებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. აქტიურად ვემზადებით 2023 წლისთვის“ - განმარტა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა  ირაკლი ჭირაქაძემ.

 

მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არა მხოლოდ ამ კურორტების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების დახვეწას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას და ინფრასტრუქტურის დანერგვას უწყობს ხელს. ამ წარმატების მიღწევაში, სახელმწიფოსთან ერთად, მთის კურორტების განვითარების კომპანიას, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და მის გენერალურ სპონსორს კომპანია სილქნეტს, უდიდესი როლი მიუძღვის.

 

„კომპანია სილქნეტი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას. ჩვენ ვზრუნავთ საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაზე და ქვეყანაში ზამთრის სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე. სილქნეტს, როგორც ფედერაციის პარტნიორს, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, რომელსაც საქართველომ წარმატებით უნდა უმასპინძლოს“ - განაცხადა სილქნეტის პროდუქტებისა და ბრენდის მართვის დირექტორმა დავით ბირმანმა.

 

საქართველოს მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის განვითარებისთვის საქართველოს შიდა ეტაპების ჩატარებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო დონის ღონისძიებების მასპინძლობა. 2022 წელს საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე იანვრიდან აპრილამდე 10 ეტაპია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილობას ქართველი სპორტსმენები მიიღებენ.

 2022 წლის სეზონი ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის, საკმაოდ დატვრთული და სანახაობრივი იქნება.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up