2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ზომამ 5 003 000 000 დოლარი შეადგინა, რაც რეზერვების მაქსიმალური მოცულობაა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეზერვები 973 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის გაზრდილი. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 6.0%-ით გაიზარდა (+283.6 მლნ აშშ დოლარი).
რეზერვების ცვლილება უკავშირდება როგორც მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას. ბოლოს, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი 2022 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა და 4.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს. სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რადგანაც მას ეკონომიკური კრიზისების პირობებში სახელმწიფო ვალუტის მასტაბილურებლის როლის შესრულება შეუძლია.