ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 182,032 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 259,373 მლნ დოლარით შემცირდა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 7.822 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.930 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის აპრილის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.004 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 27.618 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2022 წლის აპრილის მონაცემებს, საგარეო ვალი 8.082 მლრდ დოლარს ანუ მაშინდელი კურსით 25.064 მლრდ ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ მარტისგან განსხვავებით საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორების სამეულში დაბრუნდა - მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), რომელმაც მარტში მე-3დან მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი - 773,298 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1.215 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.798 მლრდ დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB), ის მე-4 ადგილზეა და მის მიმართ ვალი - 757,152 მლნ დოლარია.