„საქართველოს სახელმწიფო საწარმოები კერძო სექტორთან კონკურენციაში არ უნდა შედიოდნენ“ - IMF

„საქართველოს სახელმწიფო საწარმოები კერძო სექტორთან კონკურენციაში არ უნდა შედიოდნენ“ - IMF

access_time2022-07-08 12:30:24

„საქართველოს სახელმწიფო საწარმოები კერძო სექტორთან კონკურენციაში არ უნდა შედიოდნენ, რადგან კერძო ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი წყაროა“, — ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა, ჯიჰად აზურმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


მისი თქმით, ფონდმა შეაფასა სახელმწიფო საწარმოების საქმიანობა, მათი ფისკალური ხარჯი, გავლენა ბიუჯეტზე და ისიც თუ როგორ უწყობენ  ხელს სამუშაო ადგილების შექმნას, საბოლოოდ კი მივიდა დასკვნამდე, რომ საჭიროა ამ საწარმოების საქმიანობის გაუმჯობესება.


ჯიჰად აზურის აზრით, მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო, რომ სახელმწიფო საწარმოები არ მოდიოდნენ წინააღმდეგობაში კერძო ბიზნესებთან. ამ მიზნის მიღწევა კი სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების ფუნქციების ლიმიტირების გზით იქნება შესაძლებელი.


„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები არ უნდა მოდიოდნენ წინააღმდეგობაში კერძო სექტორთან, რადგან კერძო სექტორი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წყაროა. შესაბამისად ყველაფერში, რასაც კერძო ბიზნესი აკეთებს, საჯარო სექტორი მას მხარს უნდა უჭერდეს და არა პირიქით. გარდა ამისა, ზრდისთვის და განვითარებისთვის კერძო კომპანიებს, სტარტაპებს, ეკონომიკაში დამატებითი ადგილი სჭირდებათ, რათა ეს სივრცე გაჩნდეს, სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა იყოს ლიმიტირებული, რომ მათ ხელი არ შეუშალონ კერძო სექტორის განვითარებას,“- განაცხადა ჯიჰად აზურმა.



IMF ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოების ფინანსებს ფინანსთა სამინისტრო უნდა განაგებდეს და მათ მთავრობას მართვის ისეთი მოდელი შესთავაზეს, სადაც ფინანსურ ნაწილში წამყვანი როლი ფინანსთა სამინისტროს აქვს.


„სახელმწიფო საწარმოებს აქვთ რიგი ფინანსური ვალდებულებები, რომელიც გავლენას ახდენს ბიუჯეტზე. ეს ვალდებულებები უნდა აღირიცხოს და დაწესდეს მათზე სათანადო ფინანსური კონტროლი.  ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფო საწარმოების ფინანსური საჭიროებების კონტროლი მთლიანად ფინანსთა სამინისტროს გადაეცეს. ეს არის განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა - ევროპაში, ამერიკაში ან აზიაში, ფინანსური კონტროლის ფუნქცია აქვს ფინანსთა სამინისტროს. ეს იმიტომ, რომ ამ უწყებას აქვს უფრო ფართო ხედვა ყველანაირი ტიპის ფინანსებზე და შეუძლია ფინანსური ოფიცრის როლის სწორად შესრულება. ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებები ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიიღოს, მაგრამ მან უნდა შეასრულოს ფინანსური ოფიცრის როლი. ის საქმის კურსში უნდა იყოს, თუ რა რისკები მომდინარეობს სახელმწიფო საწარმოებიდან და ეს რისკები გაითვალისწინოს იმ ფართო მიდგომაში, რომლითაც მართავს სახელმწიფო ფინანსებს,“- განაცხადა ჯიჰად აზურმა.


საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯიჰად აზური ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმაც განაცხადა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმა იგეგმება.


„მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ორი მნიშვნელოვანი რეფორმა – ეს იქნება სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმა, რომელზეც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმსჯელებს და ასევ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში არსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხები. ზოგადად, ჩვენ ასევე შევეხეთ ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებს, ენერგეტიკის გამოწვევებს და ამ კუთხით, ჩვენი ახალი ინიციატივების საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს იყოს ეფექტიანი და ხელი შეუწყოს დამატებით ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორის განსავითარებლად, ასევე იმისთვის, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიის მეტი გენერაცია შეძლოს, შეამციროს დეფიციტი და, ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდეს, მათ შორის, განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯიჰად აზური ასევე პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკური გუნდის მინისტრებს და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა.




თეგები:
IMF



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up