საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

access_time2022-06-08 17:50:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მხარდაჭერით, საქართველოს ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის (PCS) განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



პორტების გაერთიანებული სისტემა (PCS) წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმას, რომელიც პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს, რითიც უზრუნველყოფს ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციას, მართვასა და ავტომატიზაციას ერთიანი მონაცემების საფუძველზე.



PCS კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს გაციფროვნების ეტაპს, რაც გულისხმობს მინიმალური ფუნციებიდან დაწყებას და წინასწარ განსაზღვრული ფუნქციების პაკეტების ეტაპობრივად დამატებას. გაციფროვნება თამაშობს საკვანძო როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაძლიერებისა და ახალ ეპოქაში გადაყვანის პროცესში. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტა უფრო ეფექტურს, ეკონომიურს და მდგრადს გახდის საქართველოზე გამავალ ლოგისტიკურ და მიწოდების ჯაჭვებს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.




საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საპორტე სექტორში მიმდინარე პროექტები, მათ შორის PCS სისტემასთან გაერთიანება, მნიშვნელოვანია მსოფლიო გლობალურ ჯაჭვში ჰარმონიზაციის პროცესში წარმატების მისაღწევად. „საზღვაო გადაზიდვების, ლოგისტიკური პროცესების გაციფროვნება და მართვა საკვანძო როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო ჰაბების ახალ ეპოქაში გადაყვანის პროცესში. კარგად გვესმის, რომ არსებულ გამოწვევებთან წარმატებით გამკლავება და დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ე.წ. შუა კორიდორის და შესაბამისად, საქართველოს მომავალზეც. ჰარმონიზაცია, ინოვაცია, გაციფროვნება და მწვანე გადაზიდვის ხელშეწყობა - ეს არის იმ წარმატების გასაღები, სადაც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.



შავი ზღვისა და ევროპის რეგიონში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ესტონურ-გერმანულმა კონსორციუმმა გააანალიზა ის სარგებელი, რასაც საქართველო პორტების გაერთიანებული სისტემის წარმატებით განვითარების შემდგომ მიიღებს. კონტრაქტორმა შეისწავლა ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობები და შეიმუშავა საქართველოში PCS -ის დანერგვის სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები.



კვლევის შედეგების თანახმად, პორტების გაერთიანებული სისტემასთან ქართული ნავსადგურების გაერთიანება გააუმჯობესებს პორტებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, ასევე უწყებათაშორის კოორდინაციას, მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიულ ტვირთს, ხელს შეუწყობს საპორტე პროცესების გაციფროვნებას, სტანდარტიზაციას და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთის გადატანის დროს. კვლევისვე თანახმად, PCS სისტემის დანერგვის პროცესში კრიტიკული მნიშვნელობა ექნება თაამშრომლობას, ჩართულობას და კომუნიკაციას სხვადასხვა დაინტერესებულ სუბიექტებს შორის, მათ შორის საჯარო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up