22 თებერვლის საღამოს, ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 1788 სატვირთო მანქანა ელოდა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სატვირთო მანქანები იდგა როგორც რიგში, ისე ავტოსადგომებზე და ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მომსახურების ობიექტებში.
20 თებერვალს რიგში 1,4 ათასი სატვირთო მანქანა იდგა.
20 თებერვალს ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოს სამხედრო გზატკეცილზე, თოვის შემდეგ და ზვავსაშიშროების გამო, გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებდა.
საქართველოს სამხედრო მაგისტრალი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსა და სომხეთთან აკავშირებს.