ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოს სუნამოების და ტუალეტის წყლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეუმცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 6 თვეში ექსპორტზე 3,060.28 ათასი დოლარის 33.41 ტონა სუნამოები და ტუალეტის წყალი გავიდა, მაშინ როდესაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მოცულობა 106,64 ტონა იყო ხოლო საექსპორტო პროდუქტის ღირებულება 3,535.52 ათასი დოლარი. შესაბამისად, ღირებულებითი მაჩვენებელი 13%-ით, მოცულობა კი68.67%-ით.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ლიდერი შვეიცარიაა. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ შვეიცარიაში 1,743.05 ათასი დოლარის სუნამოები და ტუალეტის წყალი შეიტანა. ნომერ მეორე საექსპორტო ბაზარზე, ნიდერლანდებში კი 949.62 ათასი დოლარის სუნამოებისა და ტუალეტის წყლის ექსპორტი განხორციელდა. მესამე ადგილზე ესტონეთია, სუნამოებისა და ტუალეტის წყლის ექსპორტმა 140.10 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 11,074.53 ათასი დოლარის ღირებულების 420.43 ტონა სუნამოებისა და ტუალეტის წყლის იმპორტი განხორციელდა, თანხობრივი მაჩვენებელი 7,87%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 13.8%-ით არის შემცირებული 2021 წლის 6 თვესთან შედარებით.
2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით სუნამოები და ტუალეტის წყალი საფრანგეთიდან (2,114.94 ათასი დოლარი) შემოვიდა, მეორე ადგილზეა რუსეთი (1,242.03 ათასი დოლარი), ხოლო მესამეზე ესპანეთი (1,217.84 ათასი დოლარი).