2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით პირდაპირი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა. ამას საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს. მეორე ადგილზე ესპანეთია, ხოლო მესამეზე აშშ.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.
2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა