საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა გამო და სამძიმარს უცხადებს უკრაინელ ხალხს.
გმობს ყოველგვარ ომსა და ძალადობას!
მიმდინარე ომმა წარმოუდგენელ სისასტიკით და სისხლისღვრის მასშტაბებით უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა მეგობარი უკრაინა და მსოფლიოს ყველა ქვეყანა. გარდა იმის, რომ სახელმწიფოებმა აღმოუჩინეს სხვადასხვა სახის დახმარება უკრაინას, კერძო სექტორმაც შეაჩერა და შეწყვიტა თანამშრომლობა აგრესორ ქვეყანასთან, რუსეთთან.
საქართველოს კერძო სექტორის სხვადასხვა სფეროებიც დადგება ასეთი გამოწვევის წინაშე. ბუნებრივია ვერც უძრავი ქონების სექტორი და ამ სექტორში მოღვაწე კომპანიები, თუ ფიზიკური პირები იქნებიან განონაკლისი, მით უფრო რომ ჩვენი ასოციაციის წევრ კომპანიებშიი გაიზარდა მომართვიანობა რუსეთის ფედერაციის და ბელორუსიის სახელმწოფოს მოქალაქეების, თუ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან, რომლებიც მაღალ დაინტერესებას გამოთქვამენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის და გრძელვადიანი საიჯარო ხელშეეკრულებების გაფორმების თაობაზე.
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია მოუწოდებს წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალურად დიდი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინიონ საქმიანობისას და არ დაუშვან, რომ უნებლიედ გახდნენ ისეთი გარიგებების მონაწილეები, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ შიდა, საერთაშორისო კანონმდებლობასა თუ სართაშორისო შეთანხმებებს.
აქვე გასათვალისწინებელია ის პათოსი, რაც მსოფლიოში სუფევს!
მოგიწოდებთ საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ვიდრე გავხდებით ამა თუ იმ გარიგების ან მოლაპარაკების პროცესის მონაწილე, იურიდიული კონსულტაცია გაიაროთ იურიდიული სერვისის გამწევ სუბიექტებთან.
პატივისცემით საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თამჯდომარე ოთარ კაჭკაჭაშვილი