„საქართველოს უძრავმა ქონებამ“ „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით 35 მლნ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

„საქართველოს უძრავმა ქონებამ“ „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით 35 მლნ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

access_time2022-10-10 15:10:31

„საქართველოს უძრავმა ქონებამ“ (m2-ის მფლობელი კომპანია) წარმატებით გამოუშვა და განათავსა 35 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები. აღნიშნული ტრანზაქცია „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ - რიგით მეშვიდე, „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და თიბისი კაპიტალისთვის კი, პირველი ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და “გალტ & თაგარტის” რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა ადგილობრივ ბაზარზე.


პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში წარმატებით შესრულებული განთავსება „საქართველოს უძრავი ქონების“ სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და კომპანიის მიმართ დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.


აღნიშნული ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს. დაფარვის ვადა 2 წელია და ის 2024 წლის 7 ოქტომბერს დასრულდება. ტრანზაქციის განთავსების აგენტები „გალტ & თაგარტი“ და „თიბისი კაპიტალი“ არიან.



„მოხარული ვართ, რომ “საქართველოს უძრავმა ქონებამ“ ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს წარმატება ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ პროფესიონალიზმზე მეტყველებს“, - განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა, გურამ ახვლედიანმა.


„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს უძრავი ქონების“ ობლიგაციების განთავსებაში. მორიგი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს უძრავი ქონების“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო “გალტ & თაგარტის” მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან” , - განაცხადა “გალტ & თაგარტის” მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.


„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს უძრავ ქონებასთან“ ერთად, პირველი ერთობლივი ემისია წარმატებით განვახორციელეთ და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურად ვართ ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - განაცხადა თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up