საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა პოსტ-პანდემიურ გზაზე

საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა პოსტ-პანდემიურ გზაზე

access_time2021-10-30 09:27:09

საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას ვრცელ სტატიას უძღვნის CNN  სათაურით,  საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აღდგენამდე მიმავალ პოსტ-პანდემიურ გზაზე


ძირითადი ნაწილი
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს საკვანძო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უჭირავს. ქვეყანა სწრაფად ვითარდებოდა სანამ ახალი კორონავირუსი მსოფლიოს გადაუვლიდა. მხოლოდ 2019 წელს მას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ეკონომიკა ბევრად გაიზადა ისეთი შთამბეჭდავი ტემპებით, რომლის საშუალო მაჩვენებელიც 2017-2019 წლებში 4.9% იყო.

მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მსგავსად, პანდემიამ საქართველოსაც მძიმე დარტყმა მიაყენა, ხოლო ეკონომიკა 2020 წელს 6.2 %-ით შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად. თუმცა, 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მოქმედმა საქართველოს მთავრობამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ვაქცინებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, შეზღუდვები ეტაპობრივად და უსაფრთხოდ მოიხსნა, რამაც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გამოიწვია.

ეკონომიკური იმპულსის აღდგენა

2021 წლის დაწყებისთანავე, საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი ტემპით დაიწყო აღდგენა. წლის მეორე კვარტალში ზრდის მაჩვენებელმა 30%-ს მიაღწია, ხოლო წლის პირველი 6 თვის გასაშუალოებული მაჩვენებელი 12.7% იყო. შესაბამისად, რეალურმა მშპ მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ დონეს, ხოლო ეკონომიკური აქტივობა ყველა სექტორში გაუმჯობესდა წარმოებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, სერვისებითა და ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობით დამთავრებული.
ამ დადებითი მოვლენების გამო, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუზარდა და განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ სწრაფად აღდგება საშუალოვადიან პერიოდში, არამედ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება რეგიონში და ევროპის ქვეყნებში თავისი 5.8%-იანი მაჩვენებლით. ეკონომიკური ზრდა გამყარდება ინფრასტრუქტურაში განხორციელებული კაპიტალდაბანდებით და სტრუქტურული რეფორმების უწყვეტი განხორციელებით, რაც გააძლიერებს წარმოებას და კერძო სექტორის მიერ განპირობებულ ეკონომიკურ ზრდას.
გაუმჯობესების პროცესში მყოფი ეკონომიკური აქტივობის ფონზე საქართველოს საგარეო ვაჭრობამაც გადაასწრო პანდემიამდელ მაჩვენებლებს. 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელი 24%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა.
„ევროპის მასშტაბით ერთერთი ყველაზე საუკეთესო - ძალიან ძლიერი - ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 12%-ია და დარწმუნებულები ვართ, რომ 2021 წელს ორნიშნა წლიური მაჩვენებელით დავასრულებთ“ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა „ამდენად, კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ მომდევნო წლიდან. კიდევ უფრო მეტად მოვახდენთ საშუალო და მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და მეტად მჭიდრო ურთიერთობა გვექნება კერძო სექტორთან, რათა ერთობლივი ძალებით უფრო მასშტაბურად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა”.


ტურიზმი: აღდგენამდე მიმავალი გზა
2021 წლის დასაწყისში შეზღუდვების მოხსნიდან დღემდე საქართველოში მოგზაურთა მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა. ავიაკომპანიებმა მნიშვნელოვნად აღიდგინეს შემოსავლები. ახლა 34 ავიაკომპანია ფუნქციონირებს და რეგულარულ ფრენებს მათი 85% ახორციელებს, მაშინ როდესაც 2019 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 40 იყო. მგზავრების რაოდენობაც იმედისმომცემი გახდა. 2020 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყნის აეროპორტები 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით მგზავრების 42%-ს ემსახურებოდნენ.

2021 წლის მაისში გახსნილი საერთაშორისო საზღვრების საპასუხოდ საქართველოს ტურიზმის სექტორმა გაძლიერება დაიწყო. 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყნის ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელმა 34%-ს მიაღწია, ხოლო სექტემბერში 50%-ს გადააჭარბა, რადგან უსაფრთხოების ინდექსი სტაბილური გახდა, ხოლო კორონავირუსთან დაკავშირებული იმიგრაციის მარეგულირებელი ნორმები - მოქნილი.

2021 წელს და შემდეგ პერიოდებში საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად საავიაციო ინდუსტრიაში განვითარებული მოვლენების გამო. „ევროკონტროლის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში მგზავრთა ნაკადის ამჟამინდელი მაჩვენებლები 2019 წლისას 15%-ით აღემატება და წინ უსწრებს სხვა ევროპული ქვეყნებისას - ბელგიის, ესპანეთის და გერმანიის.

გამძლეობა, როგორც სამომავლო კეთილდღეობის გასაღები
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, ძლიერი ეკონომიკური აღდგენის ტენდენცია და საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება არა მხოლოდ გაამყარებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, არამედ მისი დარგობრივი პოლიტიკის სანდოობასაც უზრუნველყოფს. ეკონომიკური აქტივობის ნაწილში ზედმიწევნით დადებითი მოვლენების განვითარების წყალობით საქართველოს მთავრობამ შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა ფისკალური დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, რომელიც პანდემიის შედეგად ჰქონდა დაგროვილი.

პანდემიის დაწყებიდან საქართველომ მყარად აჩვენა გამძლეობის უნარი. ქვეყნის მთავრობამ სტრატეგიულად განახორციელა დარგობრივი პოლიტიკური ძალისხმევა, ძლიერი ფისკალური დისციპლინა და შედეგად იქონია არა მხოლოდ მყარი აღდგენა, არამედ ძლიერი საფუძველი შეუქმნა სამომავლო კეთილდღეობას.

სტრუქტურული რეფორმების პრიორიტეტად დასახვის გამო, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი განვითარების მიზნებზეა ორიენტირებული და ეკონომიკის გარდაქმნას ისახავს მიზნად, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური წვდომის უზრუნველყოფასთან ერთად, საქართველო თავისუფლად შესძლებს განვითარების გზაზე ნებისმიერი სამომავლო გამოწვევის დაძლევას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up