საქართველოს ველური ვაზის შესახებ წიგნი „Wild grapevine in Georgia“ გამოიცა

საქართველოს ველური ვაზის შესახებ წიგნი „Wild grapevine in Georgia“ გამოიცა

access_time2022-05-03 16:10:00

საქართველოს ველური ვაზის შესახებ წიგნი „Wild grapevine in Georgia” გამოიცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.


ინგლისურენოვანი წიგნი, რომელიც პროექტის „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში გამოიცა, ველური ვაზის 41 ფორმის ამპელოგრაფიულ აღწერას, ველური ვაზისგან დაყენებული ღვინის ენო-კარპოლოგიურ მონაცემებს, დომესტიკაციას, მცენარის ეკოლოგიას, განხორციელებული სამუშაოების შედეგებს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და სხვადასხვა ქართველი და უცხოელი მკვლევარის სტატიებს მოიცავს.
წიგნის „Wild grapevine in Georgia” პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზში გაიმართა. აღსანიშნაია, რომ 1988 წლის შემდეგ, ეს პირველი გამოცემაა საქართველოს ველური ვაზის შესახებ.


„გენეტიკური რესურსები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა და მათ დასაცავად განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. უმნიშვნელოვანესი ადგილი მცენარეთა გენოფონდში ხორბალს და ვაზს უკავია, რომლებიც, ამავდროულად, ეროვნული ღირებულებების მატარებელი კულტურებია. საქართველოს, კულტურული მევენახეობა-მეღვინეობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, უდიდესი წვლილი მიუძღვის. კულტურული ვაზის წარმოშობა სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე, ველური ვაზის ფორმების მოშინაურების გზით განხორციელდა, რისი შედეგიც, ხალხური სელექციით, საქართველოს ეთნოგრაფიულ კუთხეებში ჩამოყალიბებული 525 კულტურული ვაზის ჯიშია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში განახორციელებული 3 წლიანი პროექტის „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ მიზანი ველური ვაზის ფორმების შესწავლა, გავრცელების თანამედროვე გეოგრაფიის დადგენა და დაცვა იყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ექსპედიციებით, მოძიებულია და ჯიღაურას მრავალწლოვანი კლუტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე დაცულია ველური ვაზის 78 ფორმა.


„საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა, 2017 წლიდან, სხვა მასშტაბსა და ცნობადობაზე გავიდა, ამიტომაც უდიდესია ჩვენ მიმართ ინტერესი. აუცილებელი გახდა საქართველოს ველურ ვაზზე არსებული მასალების, კვლევებისა და სტატიების ერთ წიგნად თავმოყრა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის“, - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ.



პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ველური ვაზის გენეტიკური კვლევა, მისი ადგილის განსაზღვრა მსოფლიო მევენახეობის სფეროში, ასევე, ვაზის კულტურულ ჯიშებთან სიახლოვის დადგენა; გამოიცა ქართულ და ინგლისურენოვანი სტატიები და წიგნები.


აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპური მცენარეა და წარსულში მთელ ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს, ველური ვაზი „საქართველოს წითელ წიგნში” იქნა შეტანილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up