საქართველოს წელს რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდება - მთავრობის პროგნოზი

საქართველოს წელს რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდება - მთავრობის პროგნოზი

access_time2022-03-19 18:32:20

ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი დაამტკიცა. მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დენის იმპორტის მნიშვნელოვან მატებას მოელის.

ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი 2022 წელს 19%-ით გაიზრდება და 2.38 ტერავატ საათს მიაღწევს.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გასულ წელს საქართველოში დენის იმპორტი 25%-ით გაიზარდა და 2 ტერავატ საათი იყო, გამოდის რომ საქართველო ყოველწლიურად უფრო დამოკიდებული ხდება იმპორტულ ელექტროენერგიაზე.

2022 წელს მთავრობა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების 5.8%-ით, 14.5 ტერავატ საათამდე მატებას პროგნოზირებს. შესაბამისად, იმპორტის წილი ადგილობრივ მოხმარებაში 16.5% უნდა იყოს (2021 წელს ის 14.6%-ს შეადგენდა).

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი ეფუძნება დაშვებას, რომ წელს აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 2021 წლის დონეზე, ანუ 3 ტერავატ საათზე შენარჩუნდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის ბუმია, მაღალია ალბათობა რომ დენის მოხმარება წელსაც გაგრძელდეს.

შარშან აფხაზეთმა თბილისზე მეტი - 2.95 ტერავატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წლის მოხმარებაზე 16%-ით მეტი იყო. რეგიონი დენით ორი წყაროდან მარაგდება, ერთია ენგურჰესის “უფასო ელექტროენერგია”, მეორე კი რუსეთის მიერ სუბსიდირებულ ფასად მიწოდებული დენი. 2021 წელს აფხაზეთმა 1 ტერავატ საათის მოცულობის ელექტროენერგია სწორედ რუსეთიდან მიიღო.

2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წყაროების მიხედვით ასე უნდა განაწილდეს:

● ჰიდროელექტროსადგურები - 10.6 ტერავატ საათი (მატება 3.9%);
● თბოსადგურები - 2.48 ტერავატ საათი (მატება 4.2%);
● იმპორტი - 2.38 ტერავატ საათი (მატება 19%);
● ქარის ელექტროსადგური - 85 მლნ კილოვატ საათი (მატება 2%).

● ექსპორტი - 512 მლნ კილოვატ საათი (მატება 30%);

● სულ ადგილობრივი მოხმარება - 14.5 ტერავატ საათი (მატება 5.8%).

მთავრობის პროგნოზის თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარების მატება წელს ძირითადად იმპორტით უნდა დაბალანსდეს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში არ არის დეტალურად ჩაშლილი თუ რომელი ქვეყნებიდან არის წელს ელექტროენერგიის იმპორტის მატება მოსალოდნელი.

2021 წლის მდგომარეობით კი იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

● იმპორტი რუსეთიდან (აფხაზეთის რეგიონისთვის) - 992 მლნ კილოვატ საათი, იმპორტის 49.7%;
● იმპორტი რუსეთიდან (დანარჩენი საქართველოსთვის, რაშიც საქართველომ თანხა გადაიხადა) - 253 მლნ კილოვატ საათი, იმპორტის 12.4%;
● იმპორტი აზერბაიჯანიდან - 600 მლნ კილოვატ საათი, იმპორტის 29.9%;
● იმპორტი თურქეთიდან - 161 მლნ კილოვატ საათი, იმპორტის 8%.

2021 წელს საქართველოს დენის იმპორტი (გარდა აფხაზეთისთვის განკუთვნილი რუსული ელექტროენერგიისა) 47.6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

წყარო: bm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up