საქართველოს 1 ტონა ხე-ტყის (დახერხილი ხე-ტყე დაპროფილებული პაგონაჟის სახით) იმპორტი გასულ წელთან შედარებით, 13.3%-ით, $532.4-მდე გაუძვირდა.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს გასულ წელის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 6.6 ათასი ტონა ხე-ტყეში $3.1 მილიონი გადაიხადა, ხოლო წელს 7.7 ათასი ტონის იმპორტი $4.1 მილიონი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული ხე-ტყის 70% (5.4 ათასი ტონა) რუსულია. რუსეთის გარდა საქართველოში ხე-ტყის მსხვილი იმპორტიორებია ჩინეთი, იტალია, ფინეთი, თურქეთი და უკრაინა შემდეგი პროპორციით:
ჩინეთი - 48.7 ტონა / $71.7 ათასი
უკრაინა - 41.8 ტონა / $57.5 ათასი
ფინეთი - 41.5 ტონა / $104.7 ათასი
იტალია - 33.8 ტონა / $191.3 ათასი
თურქეთი - 27.6 ტონა / $61.1 ათასი
წყარო: businessformula.ge