საქართველოს ხელოვნების სასახლე 1921 წელს საქართველოდან გატანილი ორი ცნობილი მხატვრული ტილოს შეძენას გეგმავს

საქართველოს ხელოვნების სასახლე 1921 წელს საქართველოდან გატანილი ორი ცნობილი მხატვრული ტილოს შეძენას გეგმავს

access_time2022-12-14 20:00:21

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი ორი ცნობილი მხატვრული ტილოს შეძენას გეგმავს, რომელიც 1921 წლამდე საქართველოში ინახებოდა, თუმცა დღეს ისინი გასაყიდად ლონდონის ცნობილი საიტ - www.1stdibs.com-ზეა გასაყიდად განთავსებული.


როგორც ირკვევა, მუზეუმი გეგმავს შეიძინოს „მოსე და ეგვიპტის პირველი სასწაული“, რომელიც მიეკუთვნება Arcangelo di Jacopo del Sellaio -ს ნამუშევარს (იტალიური სკოლა, დაახ. 1441 - 1493). დეკორატიულ ჩარჩოზე იკითხება წარწერა AVE MARIA GRATIA PLEN A DO (ზედა მონაკვეთი).ნახატის ზომებია : 40 x 107,5 სანტიმეტრი. ფასი - 16 519,52 დოლარი. მუზეუმის მხრიდან შესყიდვის ობიექტია ასევე მხატვრული ტილო  „მადონა და ბავშვი“, ჯოვანი ბელინის სკოლა. ტილო მე-15 საუკუნეშია (1430-1516) შესრულებული და საიტზე მისი გასაყიდი ფასი - 19 569,05 დოლარია.


ამ შენაძენის გასაკეთებლად კი მუზეუმს გამარტივებული შესყიდვის უფლების მინიჭება სჭირდება. 


როგორც სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორის გიორგი კალანდიას მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძისთვის მიწერილ წერილში წერია, მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს სიძველეთსაცავს და მის უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს როგორც მის ფონდებში დაცული მასალის დაცვა/მოვლა, ასევე ახლადშეძენილი უნიკალური მასალით მათი შევსება.



„სწორედ აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად მუზეუმი დადგენილი წესით მუდმივად ახორციელებს სამუზეუმო ექსპონატების შეძენას. ამჯერად მუზეუმმა უნდა მოახდინოს ცნობილ საიტზე - www.1stdibs.com გასაყიდად გამოტანილი ორი მხატვრული ტილო: „მოსე და ეგვიპტის პირველი სასწაული“ და „მადონა და ბავშვი“.


მსგავსი სახისა და პერიოდის ფერწერული ნამუშევარი საქართველოში დღემდე ცნობილი არაა. ხელოვნების სასახლე, რომელიც 1897-1921 წლებში წარმოადგენდა გრაფ ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის რეზიდენციას თბილისში, ინახავდა დასავლეთ ევროპული ხელოვნების არაერთ ძვირფას ნიმუშს, 1921 წელს ზუგდიდის დადიანების სასახლეების პირველმა დირექტორმა აკაკი ჭანტურიამ აღწერა გრაფ ოლდენბურგის სასახლე, რადგან იმ პერიოდისათვის შენობა უკვე ანდრია დადიანის საკუთრებას წარმოადგენდა. სწორედ ამ აღწერილობების საშუალებით ვიგებთ იმ უნიკალური ხელოვნების ნიმუშების შესახებ, რომლებიც საქართველოდან 1921 წელს გაიტანეს და დღეს ევროპის არაერთ კერძო კოლექციაშია განთავსებული.


შესაძენად გამოტანილი ორივე ნამუშევარი სწორედ ამ კოლექციის ნაწილს წარმოადგენს. მათი შესყიდვა, მუზეუმში განთავსება და მეცნიერული კვლევის ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ფონდების უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშების შევსების, ასევე მეცნიერული კვლევის განვითარების საქმეში.


გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, გთხოვთ, „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს #13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოგვცეთ თანხმობა, სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განვახორციელოთ ზემოაღნიშნული ორი სურათის შეძენა“, - აღნიშნულია წერილში. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up