საქართველოს ხორბლის იმპორტი 82,2%-ით გაუძვირდა - რა ფასად ყიდულობს ქვეყანა რუსულ მარცვლეულს

საქართველოს ხორბლის იმპორტი 82,2%-ით გაუძვირდა - რა ფასად ყიდულობს ქვეყანა რუსულ მარცვლეულს

access_time2022-08-24 15:40:00

საქართველოს ერთ წელიწადში ხორბლის იმპორტი 82,2%-ით გაუძვირდა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი 30,1%-ით. უფრო კონკრეტულად, თუ 2021 წლის ივლისში ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის ფასი ერთ ტონაზე საშუალოდ 225 დოლარი იყო, წელს ივლისში ფასი 410 დოლარამდე გაიზარდა. 2022 წლის იანვარში კი ქვეყანაში შემოსული ერთი ტონა ხორბლის ფასი საშუალოდ 313-315 დოლარს შეადგენდა.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით: 2021 წლის იანვარში ქვეყანაში სულ შემოვიდა 3,384 მლნ დოლარის ღირებულების 11 762 ტონა ხორბალი; 2022 წლის ივლისში 2,243 მლნ დოლარის ღირებულების 5 469 ტონა; 2021 წლის ივლისში კი ქვეყანამ 40 861 ტონა ხორბალი 9,194 მლნ დოლარად შეიძინა.


აღსანიშნავია, რომ ხორბლის იმპორტის 80-90% რუსეთზე მოდის. რუსეთში ხორბლის საექსპორტო ფასისა და თავად პროდუქტის გაძვირების გამო, ხორბლის იმპორტი საქართველოსაც გაუძვირდა. 2022 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით რუსულ ხორბალზე ფასმა ტონაზე საშუალოდ 95 დოლარით, 30,1%-ით მოიმატა.


როგორ იცვლებოდა იანვრიდან დღემდე ერთი ტონა რუსული ხორბლის ღირებულება:


იანვარი - საშუალო ფასი ერთ ტონაზე 315,2 დოლარი (3,593 მლნ დოლარის ღირებულების 11,396 ტონა)


თებერვალი - საშუალო ფასი ერთ ტონაზე 334,4 დოლარი (2,898 მლნ დოლარის ღირებულების 8,668 ტონა)

მარტი - საშუალო ფასი ერთ ტონაზე 340,5 დოლარი (2,446 მლნ დოლარის ღირებულების 7,182 ტონა)

აპრილი - საშუალო ფასი ერთ ტონაზე 358,1 დოლარი (2,907 მლნ დოლარის ღირებულების 8,117 ტონა)

მაისი - საშუალო ფასი ერთ ტონაზე 405,8 დოლარი (850,2 ათასი დოლარის ღირებულების 2,095 ტონა)

ივნისი - საშუალო ფასი ერთ ტონაზე 385,1 დოლარი (2,068 მლნ დოლარის ღირებულების 5,370 ტონა)

ივლისი - საშუალო ფასი ერთ ტონაზე 410,1 დოლარი (2,243 მლნ დოლარის ღირებულების 5,469 ტონა)


რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-ივლისის საერთო მაჩვენებელს, წელს ქვეყანამ სულ 18,993 მლნ დოლარის ღირებულების 55,573 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა. აქედან 48 300 ტონა (17,008 მლნ დოლარის ღირებულების) რუსეთში, რაც მთლიანი იმპორტის 87%-ია.


ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთში ხორბლის საექსპორტო ფასები ეცემა, პროდუქტი იაფდება ადგილობრივ ბაზარზეც, აისახება თუ არა ეს ქართულ იმპორტზე, ეს უკვე სამომავლოდ გამოჩნდება.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები:
ხორბალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up