„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრებთან ერთობლივი ფორმატის შეხვედრას ითხოვს

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრებთან ერთობლივი ფორმატის შეხვედრას ითხოვს

access_time2022-01-17 15:10:00

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ მთავრობის წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრებთან ერთობლივი ფორმატის შეხვედრას ითხოვს.


როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრი მთავარში" განაცხადა, წინა წელს 10-მდე მცირე და საშუალო ზომის წისქვილ-კომბინატი დაიხურა, ხოლო წელს დახურვის ტენდენცია დიდ წისქვილ-კომბინატებზეც გადავიდა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.


„ჩვენი მოთხოვნაა პრემიერთან შეხვედრა და ეკონომიკური გუნდის პირველ პირებთან შეხვედრა, ანუ ეკონომიკის მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ამ ერთობლივ ფორმატში. პრობლემა, რომელიც ჯერ ისევ დღის წესრიგში დგას, სულ უფრო ღრმავდება და დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, რომ ფაქტობრივად უკვე დიდი წისქვილები იწყებენ გაჩერებას, რაც შესაბამისად არის ძალიან დიდი პრობლემა.



წინა წელს გაჩერდა დაახლოებით 10-მდე წისქვილ-კომბინატი, წელს უკვე ეს ტენდენცია გადავიდა დიდ წისქვილ-კომბინატებზე, წინა წელს ეს იყო საშუალო და მცირე კომბინატები და შესაბამისად, ეს ძალიან სერიოზულად დაეტყობა ბაზარს.


იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ფასები იყო ძალიან მაღალი, მსოფლიოს პირველმა ექსპორტიორმა რუსეთმა შემოიღო მცურავი ბაჟი. ამ ბაჟის დაწესების შედეგად, მოხდა ის, რომ ძველად არსებული საიმპორტო გადასახადი, რომელიც 0 - ის ტოლი იყო ხორბალზეც და ფქვილზეც, შეიცვალა და ბაჟის დაწესების შემდეგ 1 ტონა ხორბლის შემოტანაზე ფასი 98 დოლარია, ეს მაშინ როდესაც ფქვილზე ფასი იგივე ანუ 0 ლარი დარჩა. ამ დისბალანსმა გამოიწვია, რომ ზაფხულიდან საქართველოში დაიძრა ფქვილის აგრესიული იმპორტი და თუ ჩვეულ პერიოდში, როდესაც ნულოვანი გადასახადი იყო ორივე პროდუქციაზე ფქვილზეც და ხორბალზეც, ბალანსი იყო, შემდეგი რომ 1000 ტონა ფქვილი და 60 000 ტონა ხორბალი შემოდიოდა თვეში, დღეს ბალანსი მკვეთრად შეცვლილია და მივედით იქამდე, რომ დეკემბრის თვეში უკვე შემოვიდა 7 000 ტონამდე ფქვილი და 6 000 ტონამდე ხორბალი, რამაც ძალიან სერიოზულად გადაალაგა ბაზარი. მცურავი ბაჟის შედეგად აზრი დაკარგა ხორბლის შემოტანამ საქართველოში და ამან გამოიწვია ის, რომ წისქვილ-კომბინატებმა დაიწყეს დახურვა, რიგმა წისქვილკომბინატებმა კი თავად დაიწყეს ფქვილის შემოტანა“, - განაცხადა სილაგავამ.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up