საქართველოს ყოველ მეოთხე სოფელში მხოლოდ 100-მდე მოსახლეა

საქართველოს ყოველ მეოთხე სოფელში მხოლოდ 100-მდე მოსახლეა

access_time2022-03-17 14:00:46

მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპების ფონზე საქართველოში საპირისპირო ტრენდია - ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა მცირდება და სულ უფრო უარესდება დემოგრაფიული მაჩვენებლები. როგორც ანალიტიკოსი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, პროფესორი ანზორ მესხიშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ვერც შეღავათებმა გააჩერა და სოფლები უფრო და უფრო იცლება. საქართველოს ასეთი მძიმე დემოგრაფიული ვითარება აქამდე არ ჰქონია.


,,ისტორიულად სამხრეთ და საერთოდ კავკასიაში ქართველები და საქართველოს მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, შემდეგში ვითარება არსებითად შეიცვალა. 1926 წელს კავკასიის მთელი მოსახლეობის 35,1%, ანუ ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1970 წელს 28,1%, ხოლო 2010 წელს მხოლოდ 18,9% შეადგინა. სამაგიეროდ 1926 – 2010 წლებში აზერბაიჯანის ანალოგიური მაჩვენებელი 30.4%-დან  38%-მდე გაიზარდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის წილი სულ  უფრო მცირდება, სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაშიც. მაგალითად, 1926 წელს  საქართველოს მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის მთელი მოსახლეობის 45,5%-ს შეადგენდა, აზერბაიჯანისა - 39,5%-ს, ხოლო სომხეთისა - 15%-ს. აღსანიშნავია, რომ 1965 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სჭარბობდა აზერბაიჯანის მოსახლეობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული  ცნობის მიხედვით, 2050 წლისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 34%-ით გაიზრდება, სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით, საქართველოს მოსახლეობა კი 28%-ით შემცირდება. საქართველოში ქართველი ერის პერმანენტული შემცირების შედეგად თანდათანობით საფრთხე ექმნება ეროვნულ ინტერესებს და ეროვნული ეკონომიკის განვითარებას“, - განმარტავს ანზორ მესხიშვილი.


რაც შეეხება რეგიონებს, ყოველ მეოთხე სოფელში მხოლოდ 100-მდე ადამიანი ცხოვრობს. 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, 162 სოფელში უკვე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. 10 კაცი და უფრო ნაკლები მოსახლეობაა 152 სოფელში, ხოლო 905, ანუ ყოველ მეოთხე სოფელში მხოლოდ 100-მდე მცხოვრებია.


,,განსაკუთრებით საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ მოსახლეობისგან ცარიელდება საქართველოს ისტორიული კუთხეები - რაჭა-ლეჩხუმი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი და სხვა მთიანი რეგიონები. მაგალითად, 1939 წელს რაჭაში 67 000 კაცი ცხოვრობდა, ამჟამად კი იქ მხოლოდ 22 000 კაცი ცხოვრობს - ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანები. გამოდის, რომ მტერი და აგრესორი სულაც არ არის საჭირო, რომ ჩვენ რამე გვავნოს. ჩვენ თვითონვე გავქრებით დედამიწის ზურგიდან და ამისთვის დიდი დროც არ დაგვჭირდება.  ოთხი საკითხია მოსაგვარებელი, რამაც შეიძლება ამ პრობლემას უშველოს: უნდა ჩატარდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაცია, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს მიწის კოდექსი, სოფლის მეურნეობის მიწების მონიტორინგის სააგენტო გახდეს დამოუკიდებელი სტრუქტურა და სასწრაფოდ აღვადგინოთ მიწის ბალანსის წარმოება. ცხადია, შედეგი მეცნიერების ჩართვის გარეშე ვერ მიიღწევა. ამიტომ მნიშვნელოვანია საკითხის მეცნიერული გადაწყვეტა, სპეციალისტების ჩართვა, თუ სად რა არის პრიორიტეტული, რის მიხედვითაც თითოეული რეგიონი უნდა განვითარდეს“, - აცხადებს მესხიშვილი ,,კომერსანტთან“.



შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთიანი რეგიონების თანაბარი განვითარების და მისი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2015 წელს შეიმუშავა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. ამავე წელს შეიქმნა მთის განვითარების ფონდი.


მთის კანონით, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, დაწესდა როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები. მთის კანონის დაფარვის ზონაში დასაქმებულები საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან.


მთის დასახლების სტატუსი ამ ეტაპზე საქართველოში არსებულ 1729 დასახლებას აქვს. მთაში მცხოვრები 325 000 ადამიანიდან კი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით 250 000-მდე მოსახლე სარგებლობს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up