საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება განიხილება. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდის შემდეგ გახდა ცნობილი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დიალოგი ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყება.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებს შორის განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო. აღინიშნა, რომ საქართველოში არაერთი პროექტია არაბული ინვესტიციით დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია. ითქვა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით მიმდინარე თვეში დაიწყება დიალოგი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.