საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის  სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ

access_time2022-11-20 17:00:28

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 9 თვის განმავლობაში ექსპორტ-იმპორტის მოცულობამ 2,727 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,068 მლრდ აშშ დოლარი.



ამასთან, წელს 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირის ზონაში 610,414 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 445,002 მლნ აშშ დოლარის.



რაც შეეხება იმპორტს, აქ ზრდა უფრო თვალშისაცემია. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირიდან საქართველოში 2,117 მლრდ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,623 მლრდ აშშ დოლარის.



„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ ევროზონაში.





ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:



მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 297,224 მლნ აშშ დოლარი


თხილი და სხვა კაკალი - 42,517 მლნ აშშ დოლარი


მსუბუქი ავტომობილები - 26,245 მლნ აშშ დოლარი


ფეროშენადნობები - 24,387 მლნ აშშ დოლარი
ყურძნის ნატურალური ღვინოები - 23,765 მლნ აშშ დოლარი
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 18,593 მლნ აშშ დოლარი
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 17,927 მლნ აშშ დოლარი
მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 13,076 მლნ აშშ დოლარი
ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების - 8,941 მლნ აშშ დოლარი
მინერალური და მტკნარი წყლები - 6,726 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტი:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 347,089 მლნ აშშ დოლარი


მსუბუქი ავტომობილები - 173,202 მლნ აშშ დოლარი


სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 147,387 მლნ აშშ დოლარი
სატვირთო ავტომობილები - 47,331 მლნ აშშ დოლარი
სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 42,858 მლნ აშშ დოლარი
ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 34,502 მლნ აშშ დოლარი


გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 33,071 მლნ აშშ დოლარი


ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 29,421 მლნ აშშ დოლარი


ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 23,913 მლნ აშშ დოლარი


მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 22,577 მლნ აშშ დოლარი


წყარო:bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up