საქართველოსა და მოლდოვას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებასა და დაცვაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და მოლდოვას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებასა და დაცვაზე შეთანხმება გაფორმდა

access_time2023-02-01 21:10:57

ჭაჭა, ჩურჩხელა, სულგუნი და ათეულობით ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული დაცვის საგანი ხდება. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და მოლდოვას რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეუგენიუ რუსუმ, დღეს, 1 თებერვალს, საქპატენტის ოფისში, ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას.



შეთანხმების საფუძველზე მოლდოვას რესპუბლიკა იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მქონე პროდუქტების დაცვას ნებისმიერი არასწორი გამოყენების, იმიტაციის ან მიბაძვისაგან, მათ შორის იგულისხმება ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს პროდუქტის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოში დაცული იქნება მოლდოვას რესპუბლიკის ათი გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მქონე პროდუქტი, რომელთა შორისაა ცნობილი „დივინი“, ღვინისგან დამზადებული მოლდოვური სპირტიანი სასმელი.




ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე.



აღსანიშნავია, რომ მსგავსი ორმხრივი ხელშეკრულება გეოგრაფიული აღნიშვნების საზღვარგარეთ დაცვის მიზნით, საქართველოს გაფორმებული აქვს შვეიცარიის კონფედერაციასა და უკრაინასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები დაცულია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე და სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით გაერთიანებულ სამეფოში. გარდა ამისა, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების უკანონო გამოყენების თავიდან ასაცილებლად, საქპატენტის მიერ პირდაპირი რეგისტრაციის გზით განხორციელებულია სხვადასხვა ქართული დასახელების დაცვა ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში, რუსეთის ფედერაციაში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე, 15 ქართული ადგილწარმოშობის დასახელება სასერტიფიკაციო ნიშნების სახით დაცულია აშშ-ში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up