„საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ნიშნული 3 მილიარდი დოლარია და იმედია ამ ნიშნულს ჩვენ  მალე მივაღწევთ“

„საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ნიშნული 3 მილიარდი დოლარია და იმედია ამ ნიშნულს ჩვენ მალე მივაღწევთ“

access_time2022-07-28 23:00:00

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული არაჩვეულებრივი ხალხთაშორისი და პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიკური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნიშნულები, რომელთან სწორებასაც აქტიურად ვცდილობთ ორივე ქვეყანა და სწორედ ამ პროცესში ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გვქონდეს კონკრეტული ხელშესახები დინამიკა ვაჭრობის კუთხით. ჩვენი მორიგი ნიშნული ვაჭრობის კუთხით განსაზღვრულია 3 მილიარდი დოლარის ოდენობით,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ქ. სტამბოლში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 


მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო და თურქეთი ამ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევენ, რის შედეგადაც განისაზღვრება ახალი ნიშნული, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.


„ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები, ისე სხვა სახელმწიფო უწყებები, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ წლის განმავლობაში ერთმანეთთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაადვილოთ ვაჭრობა და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა არსებული ტექნიკური ბარიერი, რომელიც ამ ეტაპზე აფერხებს ამ პროცესს,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.



საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საინვესტიციო გარემოს განვითარების მნიშვნელობაზეც.


„ინვესტიციების კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ ნავიგაცია ამ პროცესში და ერთის მხრივ თურქეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს საქართველოს საინვესტიციო ბაზარი, და პირიქით, ქართველი ბიზნესმენები დაინტერესდნენ თურქეთის საინვესტიციო ბაზრით. შესაბამისად, ამ მხრივაც და სამართლებრივი დაახლოების კუთხითაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ,“ - განმარტა მინისტრმა.


თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.


ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up