საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი 12 555 ადამიანს აქვს, ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
პროფკავშირების ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, 12 555 ადამიანი საშუალოდ, ანაზღაურების სახით, თვეში 55 ლარს იღებენ.
გარდა ამისა, თვეში 100 000 ლარზე მაღალი ხელფასი 277 ადამიანს აქვს და მათი ანაზღაურება თვეში, საშუალოდ - 530 940 ლარია.