ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2022 წელს 570 000-მდე შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 7.25 მლნ ერთეულია.
საკრედიტო ბარათებიდან 147 498 ერთეულია VISA, 98 963 ერთეული – Mastercard, ლოკალური ბარათები - 201 531 ერთეული, ხოლო სხვა - 122 778.
სადებეტო ბარათების გადანაწილება შემდეგია: VISA – 2 267 310 ერთეული, Mastercard – 3 947 255 ერთეული, ლოკალური ბარათები - 409 533, ხოლო სხვა – 622 559 ერთეული.
პლასტიკური ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2022 წლის 12 თვეში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 671 მლნ-ზე მეტი ოპერაცია, თანხობრივად 59 მილიარდ ლარზე მეტი.