ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2023 წლის თებერვალში 570 087 შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 7 380 023 ერთეულია.
გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია სადებეტო, თუმცა შემცირებულია საკრედიტო ბარათების ოდენობა. 2022 წლის თებერვალში მიმოქცევაში 585 326 საკრედიტო და 6 274 957 სადებეტო ბარათი იყო.
საკრედიტო ბარათებიდან 145 082 ერთეულია VISA, 96 521 ერთეული – Mastercard, ხოლო სხვა - 328 484.
სადებეტო ბარათების გადანაწილება შემდეგია: VISA – 2 289 985 ერთეული, Mastercard – 3 974 313 ერთეული, ხოლო სხვა – 1 115 725 ერთეული.