საქართველოში 91 970 სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული, აქედან მოქმედია 67 828

საქართველოში 91 970 სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული, აქედან მოქმედია 67 828

access_time2023-02-13 20:30:04

საქართველოში 91970 სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული, აქედან მოქმედია 67 828. საქპატენტის განმარტებით,  საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ხორციელდება ორი გზით, კერძოდ, ეროვნული პროცედურით, საქპატენტში შესაბამისი განაცხადის წარდგენის საფუძველზე და საერთაშორისო პროცედურით - „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის“ თანახმად. რეგისტრირებული 91970 ნიშნიდან 36486 - ეროვნული პროცედურით, 55484 - საერთაშორისო პროცედურით არის რეგისტრირებული.  მოქმედი ნიშნებიდან  22853 ეროვნული პროცედურით, 44975 კი საერთაშორისო პროცედურითაა რეგისტრირებული.

 


როგორც „კომერსანტის“ მიერ საქპატენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციათა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. კერძოდ  რეგისტრაციის ბოლო ხუთი წლის დინამიკა შემდეგია:


2018 წელი 4683 ნიშანი (1425 - ეროვნული პროცედურით, 3258 - საერთაშორისო პროცედურით)
2019 წელი 4557 ნიშანი (1569 - ეროვნული პროცედურით, 2988 - საერთაშორისო პროცედურით)
2020 წელი 4396 ნიშანი (1330 - ეროვნული პროცედურით, 3066 - საერთაშორისო პროცედურით)
2021 წელი 4119 ნიშანი (1370 - ეროვნული პროცედურით, 2749 - საერთაშორისო პროცედურით)
2022 წელი 4077 ნიშანი (1396 - ეროვნული პროცედურით, 2681 - საერთაშორისო პროცედურით)




რა არის სასაქონლო ნიშანი?


სიმბოლო, რომელიც გამოიყენება მეწარმის მიერ წარმოებული საქონლის ან გაწეული მომსახურების საიდენტიფიკაციოდ და განასხვავებს მას კონკურენტის საქონლისა თუ მომსახურებისაგან.


რა შეიძლება იყოს სასაქონლო ნიშანი?

• ნებისმიერი სიმბოლო, რომელიც გამოისახება გრაფიკულად  და აქვს უნარი განასხვავოს ერთი საწარმოს მიერ წარმოებული საქონელი ან/და გაწეული მომსახურება, მეორე საწარმოს მიერ წარმოებული საქონლისა ან/და გაწეული მომსახურებისგან;

• სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა, სიტყვები, ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა, ასევე, საქონლის ფორმა, შეფუთვა ან საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.


როგორია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების მოქმედების ვადა?

ვადა განისაზღვრება 10 წლით, განაცხადის საქპატენტში წარდგენის თარიღიდან და შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up